2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურში ალბანეთთან ჩასატარებელი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა.
"უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი რამ გვაკლდა და ალბანეთთან შეხვედრაში ჩემთვის ტაქტიკურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის და აგრესიულობის შენარჩუნება იქნება.
ძალები მაქსიმალურად აღვიდგინეთ. ფეხბურთის ფედერაცია ყველა პირობას გვქიმნის ამისთვის, რადგან მგზავრობა ყოველთვის კარგ დროს არის დაგეგმილი. შესაბამისად, ფეხბურთელბს ძალების აღდგენა სწრაფად შეუძლიათ. როდესაც პარასკევს და ორშაბათს გიწევს ორი თამაშის ჩატარება, ძალების სწრაფად და ხარისხიანად აღდგენა მნიშვნელოვანია.
ოთარ კიტეიშვილი თავს კარგად გრძნობს. უკრაინასთან შეხვედრის ბოლო წუთებზე თავი დაღლილობამ იჩინა და მცირე პრობლემაც ამით იყო გამოწვეული. ასე რომ, კიტეიშვილი ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად არის". - ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
საქართველოსა და ალბანეთის მატჩი 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები