სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 28-ე ტურში საჩემპიონო რბოლაში მყოფი არსენალი ემირეითსზე ბრენტფორდს მიიღებს.
არსენალი - ბრენტფორდი (21:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ დარწმუნებით თქვა, რომ მატჩისთვის მზად იქნებიან ბუკაიო საკა და გაბრიელ მარტინელი.
დავიდ რაია კი, რომელიც არსენალში იჯარის წესით სწორედ ბრენტფორდიდან იმყოფება, კონტრაქტის მიხედვით ვერ ითამაშებს. ასე რომ კარში აარონ რამსდეილს უნდა ველოდოთ. შეხვედრაში მონაწილეობას სავარაუდოდ ვერ მიიღებენ ოლექსანდრ ზინჩენკო და ტაკეჰირო ტომიასუც.
ბრენტფორდის მხრიდან არსენალისთვის შესატევად მზად იქნება აივან ტოუნი, ბრაიან მბეუმო კი გუნდს მოგვიანებით დაუბრუნდება.
სტუმართა მხრიდან თამაშს ასევე ვერ შეძლებენ ეთან პინოკი, აარონ ჰიკი, კევინ შეიდი, რიკო ჰენრი, ჯოშ დასილვა და ბენ მი.
არსენალი
არსენალს პრემიერ ლიგაში 2024 წელს შვიდივე მატჩი მოგებული აქვს (გოლები 31-3).
გუნდს შეუძლია ჩემპიონატში ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვოს, რაც 2015 წლის შემდეგ არ მომხდარა. მაშინ გუნდს არსენ ვენგერი წვრთნიდა.
არსენალი გახდა პირველი ინგლისური გუნდი, რომელმაც კალენდარული წლის პირველ 7 მატჩში 30 გოლზე მეტი გაიტანა.
მეთოფეებს შეუძლიათ ინგლისის ჩემპიონატის ისტორაში დააფიქსირონ მე-2 შემთხვევა, როცა გუნდი ზედიზედ 5 შეხვედრაში მინიმუმ 4 გოლს იტანს. პირველად ეს 1931 წელს ასტონ ვილამ შეძლო.
არტეტას გუნდს ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი (25) აქვს სტანდარტულებიდან გატანილ გოლებში, ამ კომპონენტში მე-2 ადგილზე მყოფ ლუტონს 7 გოლით ნაკლები აქვს.
ჩრდილო ლონდონელებმა მიმდინარე სეზონის 27 მატჩიდან 11-ში კარი მშრალად შეინახეს, რაც საუკეთესო შედეგია.
ბუკაიო საკას ბოლო 8 პრემიერლიგურ თამაშში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.
კაი ჰავერცის ანგარიშზე კი ჩემპიონატის ბოლო 3 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, იმდენი რამდენიც წინა 32 შემთხვევაში.
აარონ რამსდეილის ბოლო 2 მშრალად შენახული კარი სწორედ ბრენტფორდთან ფიქსირდება.
ბრენტფორდი
ბრენტფორდმა ჩემპიონატში ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (1 ფრე, 5 წაგება) და ბოლო შესაძლებელი 48 ქულიდან მხოლოდ 10 მოიპოვა.
გუნდმა მომგებიანი პოზიციიდან ამ სეზონში 28 ქულა დაკარგა.
მათ მიმდინარე გათამაშებაში 15 თავური გოლი აქვთ გაშვებული, რაც ნებისმიერი სხვა გუნდის შედეგზე სამით მეტია.
იოან ვისას შეუძლია პირველად გაიტანოს ზედიზედ 3 პრემიერლიგურ შეხვედრაში გოლი.
ვისას ბოლო 8 გოლიდან ჩემპიონატში 6 ლონდონური გუნდების წინააღმდეგაა, თუმცა მას აქამდე არსენალისთვის არ გაუტანია.
ნილ მოპეის კი 2024 წელს ყველა ტურნირზე სასტარტო შემადგენლობიდან დაწყებულ 8 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.
ურთიერთშეხვედრები
ბრენტფორდმა ბოლო 10 შეხვედრაში არსენალს ერთადერთხელ მოუგო 2021 წლის აგვისტოში (2 ფრე, 7 წაგება).
ბრენტფორდი შეეცდება არსენალს გასვლაზე პირველად მოუგოს 1938 წლის შემდეგ. მას შემდეგ გუნდს მხოლოდ 6 მცდელობა ჰქონდა ამისთვის.
სავარაუდო შემადგენლობები:
არსენალი (4-3-3): რამსდეილი; ბენ უაითი, სალიბა, გაბრიელი, კივიორი; ოდეგორი, რაისი, ტროსარი; საკა, ჰავერცი, მარტინელი.
ბრენტფორდი (3-5-2): ფლეკენი; ზანკა, აიერი, კოლინსილ როერსლევი, ონიეკა, ნორგორი, იანელტი, რეგილონი; ტოუნი, ვისა.
მატჩის მთავარი არბიტრი რობერტ ჯონსი იქნება, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 68 ყვითელი, 3 მეორე ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა, ამასთან 3 თერთმეტმეტრიანიც დანიშნა.
კომენტარები