საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე თავისი მე-2 განაცხადი დაასახელა.
როგორც სექტემბერში, ზიდანმა ნოემბრის სანაკრებო პაუზისთვისაც 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
საფრანგეთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის მთავარი ფავორიტია. A1 ჯგუფში ჩატარებული 4 მატჩიდან ფრანგებმა 3 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.
„მამლები“ 12 ნოემბერს, მილანში, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 3 დღის შემდეგ, 15 ნოემბერს, ბორდოში, თურქეთს უმასპინძლებენ.
ტრავმების გამო საფრანგეთის ნაკრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. მათ შორის არიან უილიამ სალიბა, მაქსენს ლაკრუა, მანუ კონე, უსმან დემბელე და მაგნეს აკლიუში.
სწორედ აკლიუშის არყოფნის გამო ზიდანმა პარიზის ნახევარმცველი პაბლო პაჟისი გამოიძახა. ის საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში პირველად მოხვდა.
საფრანგეთის ნაკრებს დაუბრუნდნენ მადრიდის რეალის ფეხბურთელები იბრაჰიმა კონატე და ორელიენ ჩუამენი, რომლებმაც ზიდანის ხელმძღვანელობით გამართული პირველი შეხვედრები გამოტოვეს.
მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი), გილომ რესტი (ტულუზა), რობინ რისერი (ლანსი).
მცველები: ენდი დიუფი (ინტერი), მალო გუსტო (ჩელსი), ჟერემი ჟაკე (ლივერპული), პიერ კალულუ (იუვენტუსი), იბრაჰიმა კონატე (რეალი), ადრიენ ტრიუფერი (ბორნმუთი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი), ლენი იორო (მანჩესტერ იუნაიტედი).
ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი), ლუკა და კუნია (კომო), ადრიენ რაბიო (მილანი), ორელიენ ჩუამენი (რეალი), უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ-ჟერმენი).
თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (ლივერპული), დეზირე დუე (პარი სენ-ჟერმენი), კილიან მბაპე (რეალი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), პაბლო პაჟისი (პარიზი), მარკუს ტურამი (ინტერი).