მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპის ჩემპიონატის წინ საფრანგეთის ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს გადის. დეშამის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ლუქსემბურგს დაუპირისპირდა და მეტოქე 3-0 დაამარცხა.
გოლები ლურჯების მხრიდან რანდალ კოლო მუანიმ, ჟონათან კლოსმა და კილიან მბაპემ გაიტანეს. ამ უკანასკნელმა 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში 47-ე გოლი გაიტანა და ალბათ დროის საკითხია, როდის გახდება ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.
მასზე წინ სიაში ტიერი ანრი (51 გოლი) და ოლივიე ჟირუ (57 გოლი) არიან. ჟირუ სანაკრებო კარიერას ევრო 2024-ის შემდეგ დაამთავრებს, მბაპე კი ამ დროს მხოლოდ 25 წლის იქნება.
საფრანგეთის მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდები, ავსტრია და პოლონეთი იქნება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
6 საათის წინ
7 საათის წინ
9 საათის წინ
11 საათის წინ