ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ევრო 2024 - ნიდერლანდების ნაკრები
ფეხბურთიფეხბურთი

ევრო 2024 - ნიდერლანდების ნაკრები

27 მაი, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

adjarabetarena-ზე გრძელდება ევრო 2024-ის მონაწილე გუნდების განხილვა. ჩვენ უკვე გაგაცანით რამდენიმე ფავორიტი ნაკრები, ახლა კი ნიდერლანდების ჯერი დადგა.


ნარინჯისფრები ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საფრანგეთთან, საბერძნეთთან, ირლანდიასთან და გიბრალტართან ერთად იყვნენ. საბოლოოდ კი 18 ქულით მე-2 ადგილი დაიკავეს და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვეს. გუნდმა ორი თამაში წააგო - ორივე საფრანგეთთან.


ბოლო 2 ამხანაგური მატჩი ნიდერლანდებმა მარტში ჩაატარა - შოტლანდიასთან (4-0 გამარჯვება) და გერმანიასთან (2-1 მარცხი).


გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა უკვე დაასახელა 30-კაციანი განაცხადი.


არსებული შემადგენლობის ჯამური ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 874 მილიონი ევროა.


ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები ჩავი სიმონსი (80 მილიონი ევრო), ფრენკი დე იონგი (70 მილიონი ევრო) და მატაის დე ლიხტი (65 მილიონი ევრო) არიან.


მოქმედი მოთამაშეებიდან ყველაზე მეტი მატჩი ნაკრების მაისურით დეილი ბლინდს აქვს ჩატარებული - 106. მას კი ჯორჯინიო ვაინალდუმი (91 მატჩი) და მემფის დეპაი (90 მატჩი) მოჰყვებიან.




არსებული შემადგენლობიდან ყველაზე მეტი გოლი სანაკრებო შეხვედრებში მემფის დეპაისა (44 გოლი) და ჯორჯინიო ვაინალდუმს (28 გოლი) აქვთ გატანილი. მემფისს საერთოდაც 6 გოლი აკლია რობინ ვან პერსის შედეგამდე და ნიდერლანდების ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდება.


ნარინჯისფრების ისტორია ევროპის ჩემპიონატებზე 10 მონაწილეობას ითვლის. პირველი ნაკრებმა ევროზე 1976 წელს ითამაშა. გუნდი ევროპის ჩემპიონი ერთადერთხელ 1988 წელს გახდა. 2000 წელს ქვეყანამ ბელგიასთან ერთად კონტინენტის პირველობასაც უმასპინძლა. ნიდერლანდელებს 1960 წელს პირველ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მიუღიათ, 1964, 1968, 1972, 1984 და 2016 წლებში კი ტურნირზე კვალიფიცირება ვერ მოახერხეს.


ბოლო ევროზე გუნდი ასპარეზობას 1/8 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, სადაც ჩეხეთის ნაკრებთან დამარცხდა.


ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ნარინჯისფრებში ყველაზე მეტი მატჩი (16) ედვინ ვან დერ სარს აქვს ჩატარებული. გუნდის ბომბარდირები კი რუუდ ვან ნისტელროი და პატრიკ კლუივერტი არიან 6-6 გოლით. მოქმედი მოთამაშეებიდან ჯორჯინიო ვაინალდუმი არის გამორჩეული 3 გოლით.


ნიდერლანდების ნაკრები ევრო 2024-ზე ჯგუფში საფრანგეთის, ავსტრიისა და პოლონეთის ნაკრებებთან მოხვდა.



მათი ისტორიული სტატისტიკა საფრანგეთთან შემდეგნაირია - 30 მატჩი, 11 მოგება, 3 ფრე, 16 წაგება. ბოლო მატჩი სწორედ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა, სადაც ფრანგებმა 1-2 იმარჯვეს.


ავსტრიასთან სტატისტიკა - 20 მატჩი, 10 მოგება, 4 ფრე, 6 წაგება. ბოლო შეხვედრა წინა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შედგა, სადაც ნიდერლანდებმა მეტოქე 2-0 დაამარცხა.


პოლონეთთან სტატისტიკა - 19 მატჩი, 9 მოგება, 7 ფრე, 3 წაგება. ბოლო დაპირისპირებაში ნიდერლანდებმა 0-2 იმარჯვა 2022 წლის სექტემბერში.


ნიდერლანდების ნაკრები ევრო 2024-ზე საინტერესო და ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ბევრი შეიძლება რონალდ კუმანის გუნდს ჩუმ ფავორიტადაც მოიაზრებდეს.


გთავაზობთ სტატიებს სხვა ნაკრებების შესახებაც:


გერმანია

საფრანგეთი

ინგლისი

პორტუგალია

იტალია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ევრო 2024
ევროპის ჩემპიონატი
ნიდერლანდები
ნიდერლანდების ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

26 აგვ, 2026

როგორ დაშავდა 7 ადამიანი საფეხბურთო მატჩზე

News image

27 აგვ, 2026

ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

News image

06 სექ, 2026

ეგოიანი: "ასეთი განცდა აქამდე არასდროს მქონია"

News image

06 სექ, 2026

VIDEO: ლეგენდარული მამის მსგავსად - მეკარის დუბლი და მოპოვებული ქულა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

როგორ დაშავდა 7 ადამიანი საფეხბურთო მატჩზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ დაშავდა 7 ადამიანი საფეხბურთო მატჩზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეგოიანი: "ასეთი განცდა აქამდე არასდროს მქონია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეგოიანი: "ასეთი განცდა აქამდე არასდროს მქონია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ლეგენდარული მამის მსგავსად - მეკარის დუბლი და მოპოვებული ქულა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ლეგენდარული მამის მსგავსად - მეკარის დუბლი და მოპოვებული ქულა
•ფეხბურთი

ფეხბურთი