• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ევრო 2024 - ფავორიტი ინგლისი
ფეხბურთიფეხბურთი

ევრო 2024 - ფავორიტი ინგლისი

23 მაი, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 21 დღეა დარჩენილი და adjarabetarena აგრძელებს მონაწილე გუნდების თქვენთვის უკეთ გაცნობას.


ჩვენ უკვე გაგაცანით მასპინძელი გერმანია და ფავორიტი საფრანგეთი, ახლა კი არანაკლებ ფავორიტ ინგლისის ნაკრებზეც მოგიყვებით ორიოდე სიტყვით.


ევრო 2024-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისი ჯგუფში იტალიასთან, უკრაინასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და მალტასთან ერთად იყო და მთლიანი ჯგუფი წაუგებლად გაიარა - 8 მატჩში გუნდმა 6 გამარჯვება მოიპოვა, 2-ჯერ კი ფრე ითამაშა - უკრაინასთან (1:1) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (1:1).


ამ დროისთვის თავისი ბოლო მატჩები ინგლისის ეროვნულმა გუნდმა მარტში გამართა - ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიასთან უემბლიზე დამარცხდა (0:1), ბელგიასთან კი ფრე (2:2) ითამაშა.


გარეტ საუთგეიტმა ევროს წინ 33-კაციანი განაცხადი დაასახელა


ინგლისის ეროვნული ნაკრების ღირებულება ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მაღალია და 1.67 მილიარდი ევროა. გუნდის ყველაზე ძვირადღირებული

ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემია (180 მლნ ევრო), რომელიც კილიან მბაპესთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხბურთელის წოდებას იყოფს.


ასევე 100 მილიონ ევროზე მეტად ინგლისის ნაკრებში შეფასებულები არიან ფილ ფოდენი (130), ბუკაიო საკა (130), ჰარი კეინი (110) და დეკლან რაისიც (110), ამდენი 100+ ფეხბურთელი სხვა არცერთ ეროვნულ ნაკრებს არ ჰყავს.


Arsenal star Declan Rice makes 'buzzing' Roy Keane prediction amid Jude  Bellingham message - football.london



მოქმედი ფეხბურთელებიდან ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინია (63 გოლით), რომელიც, სხვათაშორის, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეც არის. მეორე ადგილზე ბუკაიო საკაა მხოლოდ 11 გოლით, შემდეგ კი, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ჰარი მაგუაიერი - 7 გოლით. 


ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში ჰარი კეინს აქვს ჩატარებული (89), შემდეგ მოდიან კაილ უოკერი (82) და ჯონ სტოუნსი (71). 


მოვიდა დრო, გადავხედოთ ინგლისის ნაკრების ისტორიას ევროპის ჩემპიონატებზე


სამი ლომისთვის ეს მე-10 ევროპის პირველობა იქნება, რომელზეც ნაკრები მონაწილეობას მიიღებს. გუნდმა პირველი ორი ჩემპიონატი გამოტოვა და დებიუტი 1968 წელს იტალიაში ჰქონდა, სადაც გუნდმა 2 მოგებით და 1 წაგებით მე-3 ადგილი დაიკავა.


მომდევნო მონაწილეობას გუნდი კიდევ 12 წელი ელოდა და 1980-ში ისევ იტალიაში გამართულ ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა.


როგორც იცით, ინგლისის ნაკრები წინა ევროზე ფინალში გავიდა, სადაც მშობლიურ უემბლიზე პენალტებში იტალიასთან დამარცხდა. წინასწარვე გეტყვით, რომ ეს გუნდის ისტორიაში საუკეთესო ასპარეზობა იყო ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. 


მე-3 ადგილი გუნდს ორჯერ აქვს დაკავებული - ხსენებული სადებიუტო მონაწილეობის გარდა, გუნდმა 1996-ში მშობლიურ ევროზე შეძლო ასევე ნახევარფინალში გასვლა და ეს წინა ევრომდე გუნდის საუკეთესო გამოსვლად მოიაზრებოდა.


ამრიგად, წინა 9 მონაწილეობაში ინგლისს ასეთი შედეგი აქვს დაფიქსირებული:


3-ჯერ გუნდი ჯგუფში ჩარჩა, ორჯერ მესამე ადგილზე გავიდა, ორჯერ მეოთხედფინალში გავარდა, ერთხელ მერვედფინალში და ერთხელ - ფინალისტი იყო.


ევროპის ჩემპიონატებზე ინგლისის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი მატჩი ჰარი კეინს და გარი ნევილს აქვთ ჩატარებული (11), შემდეგ მოდიან უეინ რუნი და რაჰიმ სტერლინგი (10).


ევროს საუკეთესო ბომბარდირებს რაც შეხება, აქ პირველ ადგილს ალან შირერი იკავებს 7 გოლით, რომელმაც ორ ევროზე მიიღო მონაწილეობა - 1996-ში 5 გოლი გაიტანა, 2000-ში კი - 2.


მოქმედი ფეხბურთელებიდან ჰარი კეინი 4 გოლით მესამე ადგილს იკავებს, მან ყველა თავისი გოლი წინა ევროზე შეაგდო.


ევრო 2024-ზე ინგლისის ნაკრები ჯგუფში სერბეთთან, დანიასთან და სლოვენიასთან მოხვდა.


England unveil initial squad for EURO 2024; Rashford, Henderson, Sterling  out


ინგლისის და სერბეთის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან. დანიასთან გუნდს 22 მატჩი ქვს ჩატარებული (13 მოგება, 5 ფრე, 4 მარცხი), სლოვენიას კი გუნდი 7-ჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც 6 გამარჯვება მოიპოვა და 1-ხელ ფრე ითამაშა.



ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ევრო 2024
ევროპის ჩემპიონატი
ინგლისი
ინგლისის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ისტორიაში პირველად - იტალიის რაგბის ნაკრებმა ინგლისს მოუგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

VIDEO: ისტორიაში პირველად - იტალიის რაგბის ნაკრებმა ინგლისს მოუგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ოფიციალურად: ეშლი კოულმა მწვრთნელობა დაიწყო და პირველი კლუბი ჩაიბარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ეშლი კოულმა მწვრთნელობა დაიწყო და პირველი კლუბი ჩაიბარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: საფრანგეთმა ინგლისი დაამარცხა და ექვსი ერის ჩემპიონია

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

VIDEO: საფრანგეთმა ინგლისი დაამარცხა და ექვსი ერის ჩემპიონია
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ისტორიული ანტირეკორდი - შეფილდ უენსდეი ჩემპიონშიფიდან გავარდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორიული ანტირეკორდი - შეფილდ უენსდეი ჩემპიონშიფიდან გავარდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 მარ, 2026

VIDEO: ისტორიაში პირველად - იტალიის რაგბის ნაკრებმა ინგლისს მოუგო

News image

19 სთ წინ

ოფიციალურად: ეშლი კოულმა მწვრთნელობა დაიწყო და პირველი კლუბი ჩაიბარა

News image

15 მარ, 2026

VIDEO: საფრანგეთმა ინგლისი დაამარცხა და ექვსი ერის ჩემპიონია

News image

23 თებ, 2026

ისტორიული ანტირეკორდი - შეფილდ უენსდეი ჩემპიონშიფიდან გავარდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება