იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ტრანსფერი ახლოვდება - სად გადადის 16 წლის ინგლისელი ტალანტი?
ფეხბურთიფეხბურთი

ტრანსფერი ახლოვდება - სად გადადის 16 წლის ინგლისელი ტალანტი?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი, 16 წლის ჯეი ჯეი გაბრიელი, რეალის ფეხბურთელად გახდომასთან ძალიან ახლოსაა.


ინგლისელი ვუნდერკინდი უკვე ესპანეთის დედაქალაქში ვარჯიშობს და მადრიდულ კლუბში ტრანსფერის საბოლოოდ გაფორმებას ელოდება.


როგორც ბენ ფერნანდეს სანტოსი იტყობინება, მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება გარიგების დასრულებისთვის. რეალი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებას ცდილობს.


16 წლის ტალანტით ბარსელონაც ინტერესდებოდა და მისი ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავდა, თუმცა კატალონიურმა კლუბმა ბრძოლას თავი დაანება.


ბარსელონა გაბრიელის შეძენისთვის აღარ იბრძვის, რადგან თავად ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ კარიერის გაგრძელება მადრიდის რეალში სურს.


ჯეი ჯეი გაბრიელმა, რომელსაც ახლახან 16 წელი შეუსრულდა, მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება მოითხოვა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბში ასაკთან დაკავშირებული არაერთი რეკორდი დაამყარა.


აღსანიშნავია, რომ 14 წლის ასაკში გაბრიელმა Nike-თან ისეთი კონტრაქტი გააფორმა, რომლის პირობებიც იმავე ასაკში ნეიმარის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებასაც აღემატებოდა.


ახალგაზრდა ვარსკვლავი მანჩესტერ იუნაიტედში მისვლისას კრიშტიანუ რონალდუს შვილთან ერთად წარადგინეს.


ახლა გაბრიელს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და საკუთარ არჩევანში დარწმუნებულია. ინგლისელი ტალანტი ოცნების ასრულებასა და მადრიდის რეალთან კონტრაქტის გაფორმებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ინგლისი
მანჩესტერი
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„ჯერ კიდევ ამორიმამდე უნდა მოეყვანათ", - იუნაიტედის ლეგენდამ კლუბს მწვრთნელი ურჩია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ჯერ კიდევ ამორიმამდე უნდა მოეყვანათ", - იუნაიტედის ლეგენდამ კლუბს მწვრთნელი ურჩია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდენტი: „დაუშვებელია, რასაც რეალი ბარსელონას მიმართებაში აკეთებს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდენტი: „დაუშვებელია, რასაც რეალი ბარსელონას მიმართებაში აკეთებს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაუბრუნდება თუ არა ვინისიუსი ძირითადს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაუბრუნდება თუ არა ვინისიუსი ძირითადს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ოლდ ტრაფორდზე მაგიური საღამო დაბრუნდა - მანჩესტერმა რომას 0:2-დან მოუგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ოლდ ტრაფორდზე მაგიური საღამო დაბრუნდა - მანჩესტერმა რომას 0:2-დან მოუგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

02 ნოე, 2026

„ჯერ კიდევ ამორიმამდე უნდა მოეყვანათ", - იუნაიტედის ლეგენდამ კლუბს მწვრთნელი ურჩია

News image

02 ნოე, 2026

ლა ლიგის პრეზიდენტი: „დაუშვებელია, რასაც რეალი ბარსელონას მიმართებაში აკეთებს"

News image

18 სთ წინ

დაუბრუნდება თუ არა ვინისიუსი ძირითადს?

News image

13 სთ წინ

VIDEO: ოლდ ტრაფორდზე მაგიური საღამო დაბრუნდა - მანჩესტერმა რომას 0:2-დან მოუგო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება