მადრიდის რეალი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია.
სევილიასთან 4:1 გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიოს გუნდი ლა ლიგაში ბარსელონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და კონკურენტზე ზეწოლას აგრძელებს.
მადრიდელთა ეს აღმავლობა ვინისიუს ჟუნიორის 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას დაემთხვა. მის არყოფნაში კი ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი იან დიომანდემ, რომელიც გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა. ახლა მთავარი კითხვაა, თუ რა მოხდება, როცა ბრაზილიელი სასჯელს მოიხდის და მოედანს დაუბრუნდება.
ესპანურ მედიაში, კერძოდ Cadena SER-ის ეთერში, ექსპერტებმა ვინისიუსის სუსტ წერტილებზე ისაუბრეს. ალვარო ბენიტოსა და რაფა ალკორტას აზრით, ბრაზილიელი შემტევი დაცვით ფუნქციებს მუდმივად უგულებელყოფს. ამ ფონზე კი მისი პირდაპირი კონკურენტი დიომანდე გოლებსაც იტანს და დაცვაშიც ბევრს შრომობს.
ყოფილი ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში ვინისიუსს ცუდი ჩვევები ჩამოუყალიბდა და მას მოედანზე ზედმეტი თავისუფლება ჰქონდა. მოურინიოს ფორმაციის გუნდში ადგილის შესანარჩუნებლად მან მიდგომა უნდა შეცვალოს და დაცვით ფაზაში თამაშს მეტი ყურადღება დაუთმოს. ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ბრაზილიელი ამას მარტივად შეძლებს. მადრიდის რეალს კი უახლოეს დღეებში ჩემპიონთა ლიგაზე აეკთან, ხოლო ლა ლიგაში ვალენსიასთან მნიშვნელოვანი მატჩები ელის.