ბაიერნის თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, განაცხადა, რომ ოქროს ბურთს ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაში გაცვლიდა.
ინგლისელის თქმით, ინდივიდუალური აღიარების მიუხედავად, მისთვის გუნდთან ერთად მიღწეულ წარმატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„დიახ, ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთს გუნდური ტიტულებისთვის ვთამაშობთ. ჩვენს სპორტში გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია.
უნდა ვთქვა, რომ გასულ კვირას ოქროს ბურთის მიღება ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო განცდა იყო. ეს ჩემთვის განსაკუთრებული ჯილდო და საღამო აღმოჩნდა“, - თქვა კეინმა.
ინგლისელმა განმარტა, რატომ მიანიჭებდა უპირატესობას ჩემპიონთა ლიგის მოგებას.
„წარმოუდგენელი იქნებოდა, ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მომეგო და ეს სიხარული თანაგუნდელებთან და კლუბთან ერთად გამეზიარებინა.
ოქროს ბურთი უდიდესი მიღწევაა, რომელსაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავყავარ. თუმცა მსურს, ჩემპიონთა ლიგის მსგავსი დიდი ტურნირების ფინალებშიც ვითამაშო, გავიმარჯვო და ეს ემოციები თანაგუნდელებთან ერთად განვიცადო.
ამიტომ ჩემპიონთა ლიგას ავირჩევდი. თუმცა ახლა ორივეს მოგების შესაძლებლობა მაქვს და ვნახოთ, რა გამოვა“, - აღნიშნა ბაიერნის ფორვარდმა.