პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ, FIFPRO-მ, 2026 წლის სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატი წარადგინა.
მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა, რომელიც ნახევარმცველების კატეგორიაში მოხვდა.
მოკლე სია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 19 806 ფეხბურთელის მონაწილეობით შედგა. საბოლოო თერთმეტეული 9 ნოემბერს გამოქვეყნდება.
მეკარეები: ტიბო კურტუა, ემილიანო მარტინესი, დავიდ რაია.
მცველები: პაუ კუბარსი, მარკ კუკურელია, ვირჯილ ვან დაიკი, გაბრიელი, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, უილიამ სალიბა, დაიო უპამეკანო.
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი, ბრუნო ფერნანდეში, ენცო ფერნანდესი, პედრი, დეკლან რაისი, როდრი, ვიტინია, ხვიჩა კვარაცხელია, მაიკლ ოლისე, ლამინ იამალი.
თავდამსხმელები: ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ.