გიორგი მიქაუტაძემ ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა.
CANAL+ Sport-თან ინტერვიუს დასასრულს ქართველ თავდამსხმელს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რაიმე სათქმელი თანამემამულესთვის.
„კვარა, ჩემო ძმაო, იმედი მაქვს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. შეინარჩუნე საკუთარი თავის რწმენა და იცოდე, მთელი საქართველო შენ გვერდით ვდგავართ.
მე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან შენ ძლიერი და კარგი ადამიანი ხარ.
მალე ისევ ერთად ვითამაშებთ. კვარა, მიყვარხარ“, - უთხრა მიქაუტაძემ კვარაცხელიას, რომლის სიტყვებსაც სოციალურ ქსელში Geo Team ავრცელებს.