ესპანეთის ქალაქ სანტა-სუსანაში გამართულ ბოდიბილდინგის მსოფლიო ჩემპიონატზე (IFBB World Semi Pro Championships) ასპარეზობა ქართველებმა ორი მედლით დაასრულეს.
ტურნირზე თავი გამოიჩინა გაგა გოგიაშვილმა, რომელმაც 15-23 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გარდა ამისა, მან ფინალში კიდევ ორ კატეგორიაში იასპარეზა და მამაკაცთა ბოდიბილდინგში (95 კგ-მდე) და Classic Physique-ის კატეგორიაში (180 სმ-მდე) მეხუთე ადგილები დაიკავა.
საქართველოსთვის ისტორიული შედეგი აჩვენა გენო დავითაძემ, რომელმაც მამაკაცთა ბოდიბილდინგის 100 კილოგრამამდე კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა.