საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეხუთე ტურში დრამატული მატჩი გაიმართა.
ტყიბულის ორბმა ბლექ ფორტრესის წინააღმდეგ ბოლო წუთებში თამაშის შემობრუნება შეძლო და ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით გაიმარჯვა.
შეხვედრის დასრულებამდე 1:39 წუთით ადრე ორბი 10-ქულიანი სხვაობით, 67:77 აგებდა. ტყიბულელებმა მჭიდრო პრესინგისა და ზუსტი სროლების წყალობით სხვაობის აღმოფხვრა შეძლეს.
ბლექ ფორტრესის რიგებში ლუკა კალატოზიშვილმა მატჩის დასრულებამდე 0.4 წამით ადრე ორქულიანი ჩააგდო და მეტოქემ ზეიმიც კი დაიწყო, თუმცა მსაჯებმა ვიდეოფლეიბექით დრო 1.2 წამამდე გაზარდეს.
დარჩენილ დროში ორბის ლიდერმა ჰენრი ვეტერმა საფინალო სირენის თანხლებით წარმოუდგენელი გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო და საბოლოო ანგარიში 82:81 დააფიქსირა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში საუკეთესოები იყვნენ:
ჰენრი ვეტერი - 22 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი ჯიმი ბელი - 14 ქულა, 10 მოხსნა
ბექა ლომაშვილი - 13 ქულა დავით ტრაპაიძე - 10 ქულა
მარცხის მიუხედავად, ბლექ ფორტრესის მხრიდან თავი გამოიჩინეს ლუკა კალატოზიშვილმა (22 ქულა, 16 მოხსნა), დელანო სპენსერმა (16 ქულა, 7 პასი), სერგი ნინუამ (15 ქულა, 8 პასი) და ვახტანგ ქადარიამ (12 ქულა).