მანუჩარ მარკოიშვილი თურქული გალათასარაის მთავარ მწვრთნელად ოქტომბრის შუა რიცხვებში დაინიშნა.
სადებიუტო შეხვედრაში ბეშიქთაშთან განცდილი მინიმალური მარცხის (80:83) შემდეგ, ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა.
გალათასარაიმ ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგულ სტრასბურს სძლია (83:77), ხოლო შემდეგ თურქეთის ჩემპიონატში ბანდირმას (102:68) და დენიზლის (87:74) სძლია.
მარკოიშვილის გუნდს მორიგი სერიოზული გამოცდა ჩემპიონთა ლიგაზე ელის. 4 ნოემბერს თურქული კლუბი სტუმრად პოლონურ ლეგიას დაუპირისპირდება.