საკალათბურთო ევროლიგის მე-7 ტურში თორნიკე შენგელიას დუბაიმ თელ-ავივის აპოელს უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (97:83).
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 18 წუთი და 12 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შემატა.
შენგელიამ 4 ორქულიანიდან სამი გამოიყენა, ხოლო ორი სამქულიანიდან ერთი ჩააგდა, რითაც შეხვედრა დადებითი სარგებლიანობის მაჩვენებლით (+9) დაასრულა.
დუბაის რიგებში ყველაზე შედეგიანი ფილიპ პეტრუშევი იყო 20 ქულით, დუეინ ბეიკონმა 17 ქულა ჩააგდა, ხოლო ელი ოკობოს ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.