VIDEO: რომელმა გუნდმა შეუწყვიტა თოკოს დუბაის ევროლიგაზე მოგებათა სერია?
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას დუბაის ევროლიგაზე 3-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტეს.
ქართველის გუნდმა ტურნირის მე-8 ტურში ფრანგულ პარიზს უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 6-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 93:99.
თოკომ 10:16 წუთი ითამაშა და გუნდს 8 ქულა, 1 ასისტი შეჰმატა.
დუბაიმ ბასკონია, ოლიმპია მილანო და ბაიერნი ზედიზედ დაამარცხა, თანაც ყველა მათგანს სტუმრად მოუგო, საშინაო შეხვედრა კი დათმო პარიზელებთან, რომელთაც ევროლიგაზე 4-თამაშიანი წაგებათა სვლა ჰქონდათ.
8 ტურის შედეგებით, დუბაის 5 მოგება და 3 წაგება აქვს, რითაც სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას იკავებს. 30 ოქტომბერს 7 ტურში 5-მოგებიან ჰაპოელ თელ-ავივს უმასპინძლებენ.