VIDEO: რა მაჩვენებლები ჰქონდა გოგას ტორონტოსთან წაგებულ მატჩში?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა NBA-ის ახლადდაწყებულ რეგულარულ სეზონში მეოთხე შეხვედრა გამართა და მესამედ დამარცხდა.
ჯადოქრებმა ტორონტო რეპტორსის წინააღმდეგ სტუმრად 30-ქულიანი სხვაობით წააგეს - 99:129. რეპტორსმა ოთხივე მეოთხედი მოიგო.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 11:11 წუთი გაატარა და სროლებში 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა - 1-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, 6 ქულა და 1 ასისტი ჩაიწერა აქტივში.
ტორონტოს გარდა, მეჯიქი ატლანტასთან და მინესოტასთან დამარცხდა, ხოლო მოქმედ ჩემპიონ ნიუ იორკს სტუმრად მოუგო.
გოგას გუნდი მომდევნო თამაშს კვლავ ტორონტოში და კვლავ რეპტორსთან გამართავს - 31 ოქტომბრის 03:30 საათიდან.