ასტანაში თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) მეოთხედფინალურ ეტაპზე პოლონელ ბარანოვსკისთან დამარცხდა.
მარცხის მიუხედავად, ქართველი ფალავანი ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების თეორიულ შანსს ინარჩუნებს.
მაჭარაშვილი რეპეშაჟში იმ შემთხვევაში გადავა, თუ ბარანოვსკი ნახევარფინალურ შეხვედრაში ამერიკელ კაილ სნაიდერს სძლევს, რომელმაც თავის მხრივ მეოთხედფინალში რუს აბდულრაშიდ სადულაევს მოუგო.