დინამო თბილისისა და იბერია 1999-ის დაპირისპირებები უხვგოლიანი და დრამატული შეხვედრებით გამოირჩევა.
კლუბებს შორის გამართულ მატჩებს რამდენიმე განსაკუთრებული და გამორჩეული რეკორდი უკავშირდება.
ურთიერთშეხვედრებში ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 2021 წლის 14 მარტს შედგა, როდესაც დინამო თბილისმა საკუთარ მოედანზე იბერია 1999 დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა უპირატესობის მოპოვება შეძლეს.
რაც შეეხება დინამო თბილისის ყველაზე დიდ გამარჯვებას, იგი იმავე წლის 12 მაისს დაფიქსირდა. სტუმრად მოასპარეზე დინამოელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, პირველივე ტაიმში სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრა 4:0 დაასრულეს.
თავის მხრივ, იბერია 1999-მა დინამოსთან ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება 2017 წლის 17 სექტემბერს მოიპოვა. სტუმრად გამართულ შეხვედრაში იბერია 1999-მა მეტოქე 4:1 დაამარცხა, სადაც პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.
კლუბების პირველი დაპირისპირება 2015/16 სეზონით თარიღდება, როცა დინამო თბილისმა საკუთარ მოედანზე 4:0 იმარჯვა.
მთლიანობაში გუნდებს შორის 46 მატჩი ჩატარდა, საიდანაც 24 დინამო თბილისმა მოიგო, 16 იბერია 1999-მა, კიდევ 6 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
ამ 46 შეხვედრაში დინამომ 67 გოლი გაიტანა, იბერიამ კი - 43.
თბილისური დერბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი დინამოელი ზორან მარუშიჩია 6 გოლით, შემდეგ მოდიან შეიკნე სილა (5 გოლი), იური ტაბატაძე (5 გოლი) და გიორგი კოხრეიძე (5 გოლი).
შაბათს, 31 ოქტომბერს გუნდებს შორის 47-ე ოფიციალურ შეხვედრა გაიმართება.