დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდმა UEFA Youth League-ის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დანიურ კოპენჰაგენს 3:0 მოუგო.
შეხვედრა თორნიკე კვარაცხელიას ბენეფისად იქცა - დუბლი შეასრულა და სანდრო მიქაუტაძეს საგოლე პასიც გაუკეთა. 16 წლის შემტევმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ძალიან კარგი 90 წუთი ჩავატარეთ. ძალიან კარგი მეტოქეა, მაგრამ დღეს აშკარად ვაჯობეთ როგორც ბურთით, ისე უბურთოდ. ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი ვითამაშეთ, 90 წუთი წინაა და ვეცდებით, იქაც მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე ასე გავიდეთ.
ხვიჩას ახლა ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი აქვს, ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. ისევე როგორც ყველა ქართველი, მეც მის გვერდით ვარ და მის გვერდით ვიქნები", - თქვა კვარაცხელიამ.
კოპენჰაგენთან საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 4 ნოემბერს, დანიაში ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული საკვალიფიკაციოს ფინალში იტალიურ ფიორენტინასა და ბულგარულ სეპტემვრი სოფიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
UEFA Youth League - დინამო თბილისმა დანიის ჩემპიონი ულამაზეს სტილში გაანადგურა