მოგეხსენებათ, 2026 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა.
ინგლისის ნაკრების კაპიტანს ჯილდო ორშაბათს, მშობლიურ ლონდონში გადაეცა. გამოკითხვაში მონაწილე 100 ჟურნალისტის ხმების შედეგად, კეინმა ფრანგ კილიან მბაპეს მხოლოდ 28 ქულით აჯობა.
მსგავსი შემთხვევა ოქროს ბურთის ისტორიაში უპრეცედენტო არ არის. პრესტიჟული ჯილდოს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გამარჯვებულის ვინაობა მინიმალური სხვაობით გადაწყდა.
1966 წელი: ბობი ჩარლტონმა ეუსებიოს მხოლოდ 1 ქულით აჯობა - 81:80.
1996 წელი: ოქროს ბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ბრძოლა გაიმართა. მცველმა მათიას ზამერმა 144 ქულა მოაგროვა და ახალგაზრდა რონალდოს მხოლოდ 1 ქულით (143) აჯობა.
1969 წელი: ჯანი რივერამ ლუიჯი რივას მხოლოდ 4 ხმით აჯობა.
1972 წელი: ფრანც ბეკენბაუერმა 81 ქულით გაიმარჯვა და გერდ მიულერსა და გიუნტერ ნეტცერს, რომლებმაც 79-79 ქულა მოაგროვეს, მხოლოდ 2-2 ქულით აჯობა.
2019 წელი: ლიონელ მესიმ ვირჯილ ვან დაიკს მხოლოდ 7 ქულით აჯობა - 686:679.
2024 წელი: როდრიმ ვინისიუს ჟუნიორს 41 ქულით აჯობა - 1170:1129.
ამის საპირისპიროდ, ოქროს ბურთის ისტორიაში ისეთი წლებიც ყოფილა, როდესაც გამარჯვებულის ვინაობა ეჭვს არ იწვევდა.
2025 წელს უსმან დემბელემ ოქროს ბურთი უდიდესი უპირატესობით მოიგო. ფრანგმა ფეხბურთელმა 1380 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გასულ ლამინ იამალს 321 ქულით აჯობა.
ოქროს ბურთი 2026: რამდენი ქულა აიღო კვარამ და რამდენით გაასწრო კეინმა მბაპეს?