VIDEO: კეინის წარუმატებელი დებიუტი ოქროს ბურთით - ბაიერნმა კლასიკერი ვერ მოიგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-8 ტურში ბაიერნმა შინ დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა.
შეხვედრა ალიანც არენაზე გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
ლაიმერის გოლით ბაიერნმა პირველი ნახევარი მოიგო. მეორე ტაიმის 56-ე წუთზე ჰარი კეინს სხვაობის ორამდე გაზრდა შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც დორტმუნდმა 4 წუთში წონასწორობა აღადგინა.
66-ზე კეინმა გარკვეულწილად გამოისყიდა თავისი დანაშაული და უპამეკანოს გაატანინა, თუმცა 89-ზე დორტმუნდმა კიდევ ერთხელ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ბაიერნს გამარჯვება გამოსტაცა ხელიდან.
8 ტურის შედეგად ბაიერნის და დორტმუნდის ანგარიშზე 18-18 ქულა დარჩა და გუნდები პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ.