იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მიქაუტაძე პსჟ-ს წინააღმდეგ, ატლეტიკო - ბაიერნი და სხვა - ჩემპიონთა ლიგა  ბრუნდება
ფეხბურთიფეხბურთი

მიქაუტაძე პსჟ-ს წინააღმდეგ, ატლეტიკო - ბაიერნი და სხვა - ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპი მეოთხე ტურით ბრუნდება. 


გთავაზობთ დღეს, 3 ნოემბერს გასამართი მატჩების განრიგს. ტრადიციულად, ორი თამაში ნაადრევად გაიმართება, დანარჩენები კი - თბილისის დროით 23:55 საათზე.


გალათასარაი - შტუტგარტი [21:45]


გალათასარაიმ სპორტინგთან 1:3 და ბარსელონასთან 1:4 მარცხის შემდეგ ლილს 4:2 მოუგო და 3 ქულამოაგროვა. შტუტგარტი დაუმარცხებელია: ვიკინგი 3:1 დაამარცხა, სლოვანს 3:0 აჯობა, ატლეტიკოსთან კი 1:1 ითამაშა და 7 ქულა აქვს.


სავარაუდო შემადგენლობები: 


გალათასარაი: უღურჯან ჩაქირი; სალაი, სანჩესი, აბდულქერიმ ბარდაქჯი, იაკობსი; ტორეირა, გაბრიელ სარა; იუნუს აქგიუნი, ბატრაკოვი, ბარიშ ალფერ ილმაზი; ოსიმენი.


შტუტგარტი: ზაიმენი; ჟაკე, შაბო, ჰენდრიკსი; ლეველინგი, პრიომელი, ატაკან კარაზორი; ელ ხანუსი, უნდავი, ფიურიხი; დემიროვიჩი.


შახტარი - სპორტინგი [21:45]


შახტარმა პსვ-სთან ფრე (1:1), აეკ-თან გამარჯვება (3:1) და ინტერთან მარცხი (0:1) დააფიქსირა - უკრაინულ გუნდს 4 ქულა აქვს. სპორტინგმა გალათასარაი 3:1 და ლანსი 2:0 დაამარცხა, თუმცა მესამე ტურში ლასკთან 2:3 წააგო და 6 ქულით ხვდება მეოთხე ტურს.


სავარაუდო შემადგენლობები:


შახტარი: რიზნიკი; ვინისიუს ტობიასი, ბონდარი, მატვიენკო, პედრო ენრიკე; ოჩერეტკო; ალისონ სანტანა, ისაკე, მარლონ გომესი, მენდოსა; კაუა ელიასი.


სპორტინგი: კაიკე პერეირა; ფრესნედა, ედუარდო კვარეშმა, გონსალუ ინასიუ, მაქსი არაუხო; ლიმა, დუმბია, სერჟი ალტიმირა; კატამო, ლუის სუარესი, ირანკუნდა.


ატლეტიკო - ბაიერნი [23:55]


ატლეტიკომ ლივერპულთან 1:2 წააგო, მანჩესტერ იუნაიტედს 2:0 მოუგო, შტუტგარტთან კი 1:1 ითამაშა და 4 ქულა აქვს. ბაიერნმა ბოდო/გლიმტის 5:0 განადგურების შემდეგ ვიკინგთან 3:3 და არსენალთან 2:2 ითამაშა - მიუნხენელები 5 ქულით დაუმარცხებლები რჩებიან.


სავარაუდო შემადგენლობები:


ატლეტიკო: ობლაკი; მარკ პუბილი, რომერო, ჰანცკო, გრიმალდო; სიმეონე, ბარიოსი, ლიორენტე, ალექს ბაენა; ალვარესი, ლი კან ინი.


ბაიერნი: ურბიგი; ლაიმერი, უპამეკანო, ტა, სტანიშიჩი; კიმიხი, პავლოვიჩი; კარლი, ბრაუნი, დევისი; კეინი.


ბარსელონა - ასტონ ვილა [23:55]


ბარსელონამ ფეიენოორდს 5:1 და გალათასარაის 4:1 მოუგო, თუმცა პსჟ-სთან 2:4 დამარცხდა და 6 ქულა აქვს. ასტონ ვილამ სამივე შეხვედრა მოიგო - ბრიუგეს 3:2, ფენერბაჰჩეს 6:0 და ვიკინგს 3:1 აჯობა, ამიტომ კატალონიაში მაქსიმალური 9 ქულით ჩადის.


სავარაუდო შემადგენლობები: 


ბარსელონა: ჟოან გარსია; ჟოაუ კანსელუ, კუბარსი, დე იონგი, ჟერარ მარტინი; როდრი, პედრი; იამალი, ფერმინ ლოპესი, გორდონი; რაფინია.


ასტონ ვილა: სუძუკი; ქეში, ლინდელოფი, პაუ ტორესი, მაატსენი; ჟოაუ გომესი, კამარა; მაკგინი, მანზამბი, მბაი; ჯექსონი.


ბოდო/გლიმტი - ლილი [23:55]


ბოდო/გლიმტმა ბაიერნთან 0:5 წაგების შემდეგ დორტმუნდს 1:0 მოუგო, მესამე ტურში კი ნაპოლისთან 3:4 დამარცხდა და 3 ქულა აქვს. ლილი ჯერ უქულოდაა: ფრანგულმა გუნდმა ბეტისთან 2:3, არსენალთან 0:3 და გალათასარაისთან 2:4 წააგო.


სავარაუდო შემადგენლობები: 


ბოდო/გლიმტი: ჰაიკინი; სიოვოლდი, გუნდერსენი, ბიორტუფტი, ბიორკანი; ბრუნსტად ფეტი, ბერგი, სალტნესი; ბლომბერგი, ჰელმერსენი, ჰაუგე.


ლილი: ბერქე ოზერი; გოფი, ნგოი, ალექსანდრო, ვერდონკი; მუკაუ, ანდრე; ბაკვა, ჰარალდსონი, დიაუნი; ჟირუ.


ფეიენოორდი - ინტერი [23:55]


ფეიენოორდმა ბარსელონასთან 1:5 მარცხის შემდეგ კომო 3:2 დაამარცხა, თუმცა ბეტისთან 0:1 წააგო და 3 ქულა აქვს. ამდენივე ქულა აქვს ინტერსაც, რომელმაც რეალთან 1:2 და ბრიუგესთან 3:4 წაგების შემდეგ შახტარს 1:0 მოუგო.


სავარაუდო შემადგენლობები:


ფეიენოორდი: ერნსტი; რიდი, ვატანაბე, მიკა მარმოლი, ხავი ლოპესი; ზეხიელი, ვანჰაუტე, ტარგალინი; ჰაჯ მუსა, ფერი, ვალენტე.


ინტერი: ჟოზეპ მარტინესი; ბისეკი, აკანჯი, კარლოს აუგუსტო; დიუფი, ბარელა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ზელინსკი, დიმარკო; ესპოზიტო, ტურამი.


ლასკი - სლოვანი [23:55]


ლასკმა აეკ-თან 0:1 და ლივერპულთან 3:6 მარცხის შემდეგ სპორტინგს სტუმრად 3:2 მოუგო და პირველი 3 ქულა მოიპოვა. სლოვანმა სამივე შეხვედრა წააგო - პსჟ-სთან 1:6, შტუტგარტთან 0:3 და რომასთან 0:4 - და ჯერ ქულა არ აქვს.


სავარაუდო შემადგენლობები:


ლასკი: იუნგვირტი; ფლეკერი, მბუიამბა, ალემაო, ანდრადე, დიბანგო; ლიუბიჩიჩი, დანეკი, ჰორვატი; უსორი, ადენირანი.


სლოვანი: ტაკაჩი; მაცუოკა, ბაირიჩი, ვიმერი, სანდრო კრუზი; მარტინესი, პოკორნი; ბარსეგიანი, იბრაჰიმი, სულეიმან კამარა; შპორარი.


მანჩესტერ იუნაიტედი - რომა [23:55]


მანჩესტერ იუნაიტედმა საბაჰთან 4:0 გამარჯვების შემდეგ ატლეტიკოსთან 0:2 და კომოსთან 1:4 წააგო, ამიტომ 3 ქულა აქვს. რომამ ფენერბაჰჩესთან 1:1 ითამაშა, რეალთან 3:4 დამარცხდა, სლოვანს კი 4:0 მოუგო და 4 ქულა მოაგროვა.


სავარაუდო შემადგენლობები:


მანჩესტერ იუნაიტედი: ლამენსი; დიოგუ დალოტი, იორო, მაგუაირი, მაზრაუი; მაინუ, ბალება; მბეუმო, ტილემანსი, კუნია; ბრუნო ფერნანდეში.


რომა: გოლინი; ნდიკა, მანჩინი, ერმოსო; მოლინა, დე როონი, პიზილი, უესლი ფრანსა; კრისტანტე, სულე; მალენი.


ვილიარეალი - პსჟ [23:55]


ვილიარეალმა დორტმუნდთან 2:3 მარცხის შემდეგ ნაპოლი 3:1 დაამარცხა, მესამე ტურში კი ლივერპულთან 3:4 წააგო და 3 ქულა აქვს. პსჟ-მ სამივე მეტოქეს სძლია - სლოვანს 6:1, მანჩესტერ სიტისა და ბარსელონას კი ერთნაირი ანგარიშით, 4:2 - და 9 ქულით საერთო ცხრილს ლიდერობს.


სავარაუდო შემადგენლობები:


ვილიარეალი: გულაჩი; ფრიმენი, პაუ ნავარო, რენატუ ვეიგა, სერჟი კარდონა; სალიბა, გეიე, სანტი კომესანია; ბიუკენენი, მოლეირო, მიქაუტაძე.


პსჟ: საფონოვი; ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, ლუკა ერნანდესი; ჟოაუ ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი; აკლიუში, ფერან ტორესი, დუე.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ჩემპიონთა ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

უხვგოლიანი სათამაშო დღე - ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩის შედეგი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უხვგოლიანი სათამაშო დღე - ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩის შედეგი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"კვარა რომ არ ყოფილიყო ჩემპიონთა ლიგებს ვერ მოიგებდნენ" - ჟერომ როტენი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"კვარა რომ არ ყოფილიყო ჩემპიონთა ლიგებს ვერ მოიგებდნენ" - ჟერომ როტენი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთის ფავორიტები დაასახელა - რატომ ვერ მოხვდა კვარა ტოპ 3-ში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთის ფავორიტები დაასახელა - რატომ ვერ მოხვდა კვარა ტოპ 3-ში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კეინი: „გავცვლიდი თუ არა ჩემს ოქროს ბურთს ჩემპიონთა ლიგის თასში?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კეინი: „გავცვლიდი თუ არა ჩემს ოქროს ბურთს ჩემპიონთა ლიგის თასში?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 ოქტ, 2026

უხვგოლიანი სათამაშო დღე - ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩის შედეგი

News image

22 ოქტ, 2026

"კვარა რომ არ ყოფილიყო ჩემპიონთა ლიგებს ვერ მოიგებდნენ" - ჟერომ როტენი

News image

23 ოქტ, 2026

ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთის ფავორიტები დაასახელა - რატომ ვერ მოხვდა კვარა ტოპ 3-ში?

News image

2 სთ წინ

კეინი: „გავცვლიდი თუ არა ჩემს ოქროს ბურთს ჩემპიონთა ლიგის თასში?"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება