პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა RMC Sport-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმასა და პარიზული კლუბისთვის მის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფრანგი ექსპერტის თქმით, ქართველი ვარსკვლავის გამოკლება პსჟ-სთვის ნამდვილი კატასტროფაა:
დიახ, ეს კატასტროფაა. მინდოდა დამენახა, როგორ გავიდოდა პსჟ ჩემპიონთა ლიგის ბოლომდე და ვფიქრობ, რომ კვარას გარეშე ეს ძალიან რთული იქნება. კვარა რომ არ ყოფილიყო ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ისინი ამას ვერასდროს შეძლებდნენ.
მართალია, სეზონის დასაწყისი კვარასთვის ბრწყინვალე არ ყოფილა, მაგრამ ეს ეჭვქვეშ არ აყენებს მის საფეხბურთო ხარისხს და, რაც მთავარია, მის მნიშვნელობას ლუის ენრიკეს ტაქტიკურ სქემაში. სწორედ ამიტომ მიმაჩნია ეს კატასტროფად.
ყოფილმა ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა კვარაცხელიას ხასიათსა და ლიდერულ თვისებებს:
ეს არის ბიჭი, რომელსაც ეჭვი არასდროს ეპარება საკუთარ თავში. მას არასდროს სტკივა. როცა ძლიერ დარტყმას იღებს, ყოველ ჯერზე, მისი პირველი რეაქცია ექიმებთან ასეთია: „ქართველია, მყარი, ქართველი, მყარი“. სწორედ ამიტომაა ის დღეს ძალიან მოწყენილი, რადგან ახლა, ამ „მყარ“ ბიჭს მოუწევს იწვეს... ან იქნებ არ იწვეს, მაგრამ 7 თვე მოედანს მიღმა დარჩეს.