ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმის ფონზე, ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარი სენ-ჟერმენმა შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის თავდაპირველი გეგმები შეცვალოს და შეტევის გასაძლიერებლად ახალი ფეხბურთელი დაიმატოს.
პარიზული კლუბი ახალგაზრდა შემტევის შეძენას მანამდეც განიხილავდა, თუმცა საქართველოს ნაკრების ლიდერის ხანგრძლივმა არყოფნამ ეს საკითხი შესაძლოა კიდევ უფრო აქტუალური გახადოს.
ფინანსური თვალსაზრისით, პსჟ-ს ძლიერი რეზერვი აქვს. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კლუბმა 183 მილიონი ევროს დადებითი ბალანსით დაასრულა, რაც საჭიროების შემთხვევაში ახალი მოთამაშეების შესაძენად დამატებით რესურსს იძლევა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, ბარსელონასთან გამართულ მატჩში (4:2) მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა.
ფეხბურთელი ოპერაციას გაიკეთებს და შესაძლოა, მიმდინარე სეზონში მოედანზე დაბრუნება ვეღარ მოახერხოს.