ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა.
ეს პარიზული კლუბისთვის უდიდესი დანაკლისია, რადგან, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პსჟ-ის შვიდიანი მოედანზე დაბრუნებას მხოლოდ მომდევნო სეზონში შეძლებს.
ოპერაცია უახლოესი 100 დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ჩატარდება. ქართველი ფეხბურთელის რეაბილიტაციისა და მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადები ქირურგიული ჩარევის შემდეგ განისაზღვრება.
RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ კვარაცხელიას არ დაივიწყებს და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს.
აღნიშნული პროცესი უკვე დაწყებულია. მხარეებმა ფინანსური პირობების განხილვა დაიწყეს, პარიზული კლუბის სურვილი კი ნათელია, ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების 2032 წლამდე გახანგრძლივება.
ახლა მხარეებმა შეთანხმებას ანაზღაურების საკითხზე უნდა მიაღწიონ. ქართველმა ფეხბურთელმა კარგად იცის, რომ უმაღლეს დონეზე ჩატარებული 2 სეზონის შემდეგ, რომელთაგან განსაკუთრებით წარმატებული უკანასკნელი იყო, მისი საბაზრო ღირებულება და სტატუსი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თავის მხრივ, პარიზულ კლუბს სურს, სახელფასო ფონდი კონტროლის ქვეშ შეინარჩუნოს და ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრულ ფინანსურ ჩარჩოებს არ გასცდეს.
ეს პსჟ-ისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან კლუბს სურს, მძიმე ტრავმის მიუხედავად, ქართველი გარემარბის მომავალი გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს.
„პირველი კვირები გადამწყვეტია“ - ყველაფერი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ