იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,გულშემატკივრებს დაუვიწყარი მომენტები აჩუქა" - ნემსაძის ყოფილი კლუბი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

,,გულშემატკივრებს დაუვიწყარი მომენტები აჩუქა" - ნემსაძის ყოფილი კლუბი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დანდის საფეხბურთო კლუბი, სადაც გიორგი ნემსაძე თამაშობდა, ქართველის გარდაცვალებას გლოვობს.


„დანდის საფეხბურთო კლუბის თითოეული წევრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუნდის ყოფილი ფეხბურთელისა და დიდების დარბაზის წევრის, გიორგი ნემსაძის 54 წლის ასაკში გარდაცვალების გამო.


ნემსაძე 2000 წელს ივანო ბონეტის პირველი შენაძენი გახდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელსაც იმ დროისთვის ეროვნულ გუნდში 52 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და ევროპულ ფეხბურთში დიდი გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული, დენს პარკზე გადავიდა.


რეით როვერსთან ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ მან მალევე აჩვენა საკუთარი შესაძლებლობები, როდესაც გრიმსბი თაუნის წინააღმდეგ ბრწყინვალე ინდივიდუალური გოლი გაიტანა.


მისი საოცარი ტექნიკა მოედანზე ყოველთვის თვალშისაცემი იყო. ნოემბერში კი ნემსაძემ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გოლი გაიტანა, ტანადისზე გამართულ დერბიში.


ბარი სმიტმა ბურთი დაცვის ხაზიდან კლაუდიო კანიჯას გადააწოდა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელის პასი ნემსაძისთვის ოდნავ უკან აღმოჩნდა, ქართველმა ნახევარმცველმა ბურთი ოსტატურად გაისწორა, 3 მცველი ჩამოიტოვა და დანდი იუნაიტედის საჯარიმოს მარცხენა მხრიდან, საკმაოდ მახვილი კუთხიდან, ალან კომბს ბურთი თავზე გადაუგდო.



2007 წელს Sunday Herald-თან საუბრისას ნემსაძემ ამ ეპიზოდს „თავისი საუკეთესო მომენტი“ უწოდა.


ნემსაძემ იმ სეზონში აბერდინის წინააღმდეგაც გაიტანა. პიტოდრიზე გამართულ შეხვედრაში მან ანგარიში გახსნა, დანდიმ 2:0 გაიმარჯვა და ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში ადგილი გაინაღდა.


მომდევნო სეზონში გიორგიმ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვე გაუცდა. მიუხედავად ამისა, მან ტეისაიდში ისეთი სახლი იპოვა, როგორიც კარიერის განმავლობაში სხვა ადგილებში არ ჰქონია.


დენს პარკზე გადასვლამდე ნემსაძეს არაერთ ქვეყანაში ჰქონდა ნათამაშები: გერმანიაში - ჰომბურგში, თურქეთში - ტრაბზონსპორში, შვეიცარიაში - გრასჰოპერსში, იტალიაში - რეჯანაში და სხვა კლუბებში.


დანდიში მისვლამდე 12 თვის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელს 5 სხვადასხვა კლუბი ჰქონდა გამოცვლილი. შოტლანდიურმა გუნდმა კი მას სტაბილურობა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალება მისცა.


როდესაც ნემსაძე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, დანდის უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი, ჯიმ დაფი ჰყავდა. გუნდი შოტლანდიის თასზე ისტორიული მოგზაურობის დასაწყებად ემზადებოდა, რომელიც ჰემპდენამდე და საბოლოოდ ევროპულ ტურნირამდე მიიყვანდა.


გიორგიმ ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მან ფინალამდე გამართულ ხუთივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.


მე-3 რაუნდში, პარტიკ თისლის წინააღმდეგ გასვლით მატჩში, მან საჯარიმო დარტყმით შესანიშნავი გოლი შეაგდო. ნახევარფინალში კი ინვერნეს კალედონიან თისლის წინააღმდეგ, შეხვედრის დასრულებამდე 12 წუთით ადრე, საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.


ამ გოლმა დანდის 1964 წლის შემდეგ პირველად მოუტანა შოტლანდიის თასის ფინალის საგზური.


ფინალში გუნდს ქვეყნის ჩემპიონი რეინჯერსი ელოდა, თუმცა ნემსაძის ნახევარფინალურმა გოლმა დანდის 29-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებზე დაბრუნებაც უზრუნველყო.


ევროპული თავგადასავალი ალბანეთში დაიწყო, სადაც მანამდე შოტლანდიურ კლუბს გამარჯვება არასდროს მოეპოვებინა.


გიორგი თავისთვის იდეალურ გარემოში აღმოჩნდა, მოედანზე მეტი თავისუფალი სივრცე ჰქონდა და ვლაჟნიას წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა.


ის მთელი შეხვედრის განმავლობაში აკონტროლებდა თამაშის ტემპს, ხოლო სტივ ლოველის მისამართით შესრულებული შესანიშნავი გადაცემით გუნდის პირველი გოლი შექმნა.


დანდიმ პირველი მატჩი 2:0 მოიგო, განმეორებით შეხვედრაში კი მეტოქე 4:0 დაამარცხა და პირველი რაუნდის პრესტიჟული დაპირისპირების საგზური მოიპოვა.


შემდეგი მეტოქე იტალიური პერუჯა იყო. უმბრიის რეგიონში მდებარე ქალაქში საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად დანდის 2000-ზე მეტი გულშემატკივარი ჩავიდა.


სამწუხაროდ, მათი იმედები არ გამართლდა. შოტლანდიურმა გუნდმა პირველ შეხვედრაში მიღებული 1:2 მარცხის აღმოფხვრა ვერ შეძლო, განმეორებით მატჩშიც 0:1 დამარცხდა და ინტერტოტოს თასის მფლობელთან ასპარეზობა დაასრულა.


1 თვის შემდეგ კლუბს კიდევ უფრო მძიმე პერიოდი დაუდგა, დანდი ფინანსური კრიზისის გამო ადმინისტრაციული მართვის რეჟიმში გადავიდა.


სახელფასო ხარჯების შემცირების მიზნით კლუბმა 15 ფეხბურთელი გაათავისუფლა, რომელთა შორის გიორგი ნემსაძეც აღმოჩნდა.


მიუხედავად ამისა, დენს პარკზე გატარებული 3.5 წლის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელმა დანდის გულშემატკივრებს უამრავი დაუვიწყარი მომენტი აჩუქა.


განსაკუთრებული ტექნიკური შესაძლებლობებით გამორჩეულმა ნახევარმცველმა დანდიში თამაშის პერიოდში საქართველოს ნაკრების მაისურით კიდევ 17 მატჩი ჩაატარა.


2010 წლის აპრილში კლუბმა ნემსაძისადმი განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა, ქართველი ფეხბურთელი დანდის დიდების დარბაზში შეიყვანეს და საერთაშორისო აღიარების ჯილდო გადასცეს.


ეს ყველაფერი იმ ქალაქში მოხდა, რომელსაც გიორგი მანამდე თავის „მეორე სახლს“ უწოდებდა.


2015 წელს ნემსაძემ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მისცა შესაძლებლობა, ის დანდის მუქი ლურჯი მაისურით ეხილათ, ქართველმა ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო ხულიან სპერონის საპატივცემულოდ გამართულ გამოსამშვიდობებელ მატჩში.


დანდის საფეხბურთო კლუბის თითოეული წევრი ამ უმძიმეს პერიოდში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გიორგი ნემსაძის ოჯახსა და მეგობრებს." - წერია შოტლანდიური კლუბის განცხადებაში.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები" - კვარას მეუღლის ემოციური პოსტი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები" - კვარას მეუღლის ემოციური პოსტი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,გული ძალიან დამწყდა" - ფაბრიციო რომანო კვარაცხელიას ტრავმაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,გული ძალიან დამწყდა" - ფაბრიციო რომანო კვარაცხელიას ტრავმაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,კარგად ვიცი ეს გრძნობა, კვარა" - რა დაუწერა რონალდუმ კვარაცხელიას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,კარგად ვიცი ეს გრძნობა, კვარა" - რა დაუწერა რონალდუმ კვარაცხელიას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ფეხბურთს ხვიჩას მაგია მოაკლდება" - რას წერს Sports Illustrated კვარაზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ფეხბურთს ხვიჩას მაგია მოაკლდება" - რას წერს Sports Illustrated კვარაზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

7 სთ წინ

,,ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები" - კვარას მეუღლის ემოციური პოსტი

News image

7 სთ წინ

,,გული ძალიან დამწყდა" - ფაბრიციო რომანო კვარაცხელიას ტრავმაზე

News image

6 სთ წინ

,,კარგად ვიცი ეს გრძნობა, კვარა" - რა დაუწერა რონალდუმ კვარაცხელიას?

News image

3 სთ წინ

,,ფეხბურთს ხვიჩას მაგია მოაკლდება" - რას წერს Sports Illustrated კვარაზე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება