ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას გამოეხმაურა.
,,ძალიან დამწყდა გული კვარაცხელიას ჯვარედინი მყესის ტრავმის გამო. შესანიშნავი ადამიანი, გამორჩეული ფეხბურთელი, თავმდაბალი პიროვნება, ოქროს ბურთის პრეტენდენტი და, ალბათ, ამ ჯილდოს გარანტირებული მფლობელიც იქნებოდა, რომ არა მსოფლიო ჩემპიონატი.
ის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია ნაპოლიში მისი პირველივე დღიდან. თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთია იმ იშვიათ მოთამაშეთაგან, რომელიც ბურთთან ერთად თავისი მოძრაობებით სკამიდან წამოხტომას გაიძულებს. ხარისხიანი, შედეგიანი, აგრესიული, დარბის, როგორც განაპირა მცველი, ხოლო უტევს, როგორც ოქროს ბურთის მომავალი მფლობელი.
მთელი ქვეყნის, საქართველოს სიამაყე. მალე გამოჯანმრთელდი!" - წერს იტალიელი სოციალურ ქსელ Threads-ში.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუპერვარსკვლავმა ბარსელონასთან მატჩში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ოპერაცია სჭირდება, რის გამოც მოედანს სეზონის ბოლომდე დაემშვიდობა.
„არ გიღალატებთ, პირობას ვდებ", - კვარას პირველი განცხადება მძიმე ტრავმის შემდეგ
