პარი სენ-ჟერმენის ოფიციალურმა გვერდმა ბარსელონასთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა.
კლუბმა განაცხადა:
გუშინ ბარსელონას წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის შედეგად, ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა. ქართველი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს.
აღნიშნული ტრავმის შედეგად, სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელის თამაშს მიმდინარე სეზონში აღარ უნდა ველოდოთ.
რეაბილიტაციის პერიოდად დაახლოებით 9 თვე სახელდება.
პარი სენ-ჟერმენის ოფიციალური განცხადების შემდეგ ქართველი შემტევის ყოფილმა კლუბმა ნაპოლიმ სოციალურ ქსელში მხარდამჭერი მიმართვა გამოაქვეყნა:
წარმატებები, ხვიჩა, მოედანზე შენს მალე დაბრუნებას ველოდებით!
იტალიურმა კლუბმა, სადაც კვარაცხელიამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაატარა და სკუდეტო მოიგო, ყოფილ ლიდერს სწრაფი გამოჯანმრთელება და მოედანზე უმოკლეს დროში დაბრუნება უსურვა.