დანდის საფეხბურთო კლუბი, სადაც გიორგი ნემსაძე თამაშობდა, ქართველის გარდაცვალებას გლოვობს.
კლუბის განცხადებას შოტლანდიელი გულშემატკივრებიც გამოეხმაურნენ და ნემსაძის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.
გთავაზობთ გამორჩეულ კომენტარებს:
„გიორგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ვინც ჩემს ცხოვრებაში დანდის მაისურით მინახავს. ნამდვილი ლეგენდა და საკულტო ფიგურა, რომელიც სახეზე ღიმილს გვგვრიდა. მათ შორის არასდროს დამავიწყდება მისი გოლი იუნაიტედის წინააღმდეგ, როდესაც 2000 წლის ნოემბერში ტანადაისზე ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო. ამ უმძიმეს დროს გულწრფელად ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახსა და მეგობრებს.“
„ნამდვილი გენიოსი, ფეხბურთელებს შორის როლს-როისი იყო.“
„თავს ძალიან იღბლიან ადამიანად მივიჩნევ, რადგან მისი თამაში დანდის მუქი ლურჯი მაისურით ვიხილე. წარმოუდგენელი ნიჭის პატრონი იყო. თითქმის 50 წელია ამ კლუბს ვგულშემატკივრობ. ამ ხნის განმავლობაში ბევრი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, წარმატება კი არც ისე ბევრი გვქონია. თუმცა, როდესაც იხსენებ, რომ შენს საყვარელ გუნდში ასეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, ხვდები, რომ სწორედ ეს არის საუკეთესო მოგონებები. ფეხბურთი მხოლოდ ტიტულების მოგება არ არის! ძალიან დამწუხრებული ვარ ამ ამბით.“
„გიორგი ნემსაძე, რომელიც მოედნის ცენტრს ელვის სისწრაფით კვეთდა! ვინც იცის, ის მიხვდება!“
„დღეს სიტყვა „ლეგენდას“ ძალიან მარტივად იყენებენ, მაგრამ გიორგი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ნამდვილად ლეგენდა იყო. ბურთით ფეხში ნამდვილი ჯადოქარი გახლდათ. მან უამრავი განსაკუთრებული მოგონება გვაჩუქა და ყოველთვის ჩვენი კლუბის შესანიშნავი ელჩი იყო. ალბათ, ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი, ვინც ჩემს ცხოვრებაში დანდის მაისურით მინახავს. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ყველა ადამიანს, ვინც მას იცნობდა. განისვენე მშვიდობით, გიორგი. ახლა კი ზეციურ ტრიბუნაზე მყოფ ფაბ კაბს კიდევ ერთი საოცარი მომენტი აჩუქე!“
„ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი, ვინც ოდესმე დანდის მაისურით მინახავს. ვარსკვლავებით სავსე გუნდში მთავარი ვარსკვლავი იყო.“
„ასეთი ამბის წაკითხვა ყოველთვის მძიმეა. მეტოქეობას მნიშვნელობა აღარ აქვს. განისვენე მშვიდობით, გიორგი. ამ რთულ დროს მთელი გულით თანავუგრძნობ შენს ოჯახსა და მეგობრებს. მშვიდად განისვენე.“
„გიორგი ნემსაძე ჩვენ შორის აღარ არის. სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენჯერმე მქონდა სიამოვნება, მენახა მისი თამაში დანდის მუქი ლურჯი მაისურით, მაგრამ რაც ვიხილე, დახვეწილი და განსაკუთრებული ნიჭის ფეხბურთელი იყო."
„ჩემს შვილიშვილ ჯორჯის დღემდე აქვს ნემსაძის მაისური, რომელზეც გიორგის ავტოგრაფია. მან მაისურზე დაწერა: „გიორგისგან ჯორჯის“. ახლა ეს მაისური კიდევ უფრო ძვირფასი გახდა.“
„საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც ოდესმე დანდის მაისურით მინახავს.“
„რაც არ უნდა მძიმე პერიოდი დამდგარიყო დენს პარკზე მისი წასვლის შემდეგ, ყველაფერი თითქმის ღირდა იმად, რომ დანდის მაისურით ასეთი დონის ფეხბურთელების თამაში გვენახა. წარმოუდგენელი ნიჭით სავსე გუნდშიც კი ის ყველასგან გამოირჩეოდა. ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო, რომელიც რთულ ეპიზოდებს მარტივად წარმოაჩენდა, ჩვეულებრივ მომენტებს კი ნამდვილ სანახაობად აქცევდა.“
„მოედნის ცენტრში უმაღლესი კლასის ფეხბურთელი იყავი. არასდროს დამავიწყდება შენი გამარჯვების გოლი ჰემპდენზე, ნახევარფინალში. ასევე შენი გოლი ტანადაისზე, როდესაც ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდე. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გოლია დანდის გულშემატკივრობის მთელი ისტორიის განმავლობაში.“
„ამ ამბავმა გამანადგურა. გიორგისგან კლასი პირდაპირ იგრძნობოდა. მისი თამაშის ყურება უდიდესი სიამოვნება იყო. ყველაფრის გვირგვინი კი ის გოლი გახლდათ „არაბების“ (დანდი იუნაიტედის) წინააღმდეგ. ღმერთო, რა გოლი იყო! ძალიან ადრე წავიდა. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს. მადლობა ამ შესანიშნავი მოგონებებისთვის.“
„მშვიდად განისვენე. ამას დანდი იუნაიტედის გულშემატკივარი ვწერ. დანდისთვის შესანიშნავი ფეხბურთელი იყავი.“
„მიუხედავად იმისა, რომ დანდი იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ, შეუძლებელი იყო მისით არ აღფრთოვანებულიყავი. საოცარი ნიჭის პატრონი იყო. ძალიან ადრე წავიდა.“
„დანდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ძალიან ადრე დაგვტოვა.“
„ძალიან სამწუხარო ამბავია. რა ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო დანდისთვის! თავს ძალიან იღბლიან და პრივილეგირებულ ადამიანად მივიჩნევ, რადგან მისი თამაში დანდის მაისურით ვიხილე.“
„ნამდვილი ჯადოქარი იყავი. უდიდესი სიამოვნება იყო შენი თამაშის ყურება დანდის მაისურით.“
„დანდის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი.“
„ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლის თამაშის ხილვის ბედნიერებაც დანდის გულშემატკივრობის წლებში მქონია.“
„დღემდე საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ოდესმე დანდის მაისურით მინახავს.“
,,გულშემატკივრებს დაუვიწყარი მომენტები აჩუქა" - ნემსაძის ყოფილი კლუბი