UFC-ის ორმაგი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი პარი სენ-ჟერმენის ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
დაღესტნელმა მებრძოლმა, რომელიც პარიზული კლუბის დიდი გულშემატკივარია, კვარაცხელიას სწრაფი გამოჯანმრთელება და სიძლიერე უსურვა:
არამხოლოდ ფეხბურთში, არამედ სამწუხაროდ მთლიანად სპორტში ტრავმების თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ხვიჩა, მეგობარო, რაც შეიძლება სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებ. იყავი ძლიერი, თავი მაღლა ასწიე და კიდევ უფრო მეტად ძლიერი დაგვიბრუნდი.
ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის (მუხლის წინა ჯვარედინი იოგების გაწყვეტა) გამო, ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია და 7-დან 9 თვემდეიანი სარეაბილიტაციო პურსი ელის, რის გამოც მისთვის მიმდინარე სეზონი სამწუხაროდ დასრულებულია.