იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ევრო 2024 - ფავორიტი საფრანგეთი
ფეხბურთიფეხბურთი

ევრო 2024 - ფავორიტი საფრანგეთი

22 მაი, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევრო 2024-ის დაწყებამდე არც თუ ისე დიდი ხანი დარჩა. adjarabetarena ტურნირის მონაწილე გუნდებს უფრო ახლოდან გაცნობთ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მასპინძელ გერმანიაზე.


ახლა კი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის საფრანგეთის ნაკრების დროა.


დიდიე დეშამის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში ნიდერლანდების, საბერძნეთის, ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად იყო.


ფრანგებმა ჯგუფი 22 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს, მათ 7 მატჩი მოიგეს და მხოლოდ 1 ითამაშეს ფრედ - ისიც ბოლო ტურში საბერძნეთის ნაკრებთან, კონკურენტი ნიდერლანდები კი ორივე მატჩში დაამარცხეს (4-0 და 1-2).


გუნდმა ბოლო მატჩები მარტში გამართა; ამხანაგური შეხვედრები გერმანიასთან (0-2 მარცხი) და ჩილესთან (3-2 გამარჯვება).


ევრო 2024-ის წინ დიდიე დეშამმა უკვე დაასახელა 25-კაციანი განაცხადი.


საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობის ჯამური ღირებულება 1.25 მილიარდი ევროა. 3 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე კი კილიან მბაპე (180 მილიონი ევრო), ორელიენ ჩუამენი და ედუარდო კამავინგა (90-90 მილიონი ევრო) არიან. მბაპე საერთოდაც მომავალი ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე იქნება.


არსებული განაცხადიდან ყველაზე გამოცდილი მოთამაშეები ოლივიე ჟირუ (131 მატჩი) და ანტუან გრიზმანი (127 მატჩი) არიან. მხოლოდ ამ ორ ფეხბურთელს აქვთ 100-ზე მეტი შეხვედრა ნაკრებში ჩატარებული.



რაც შეეხება აქტიურ ბომბარდირებს, ამ მხრივ გამორჩეული 3 მოთამაშეა - ოლივიე ჟირუ (57 გოლი), კილიან მბაპე (46 გოლი) და ანტუან გრიზმანი (44 გოლი). ჟირუ არა მარტო ამ შემადგენლობაში მოწინავე, არამედ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა.


ახლა კი შევეხოთ ევროპის ჩემპიონატების ისტორიას, საფრანგეთი ევროპის 2-გზის ჩემპიონია - 1984 და 2000 წლებში, 2016 წელს კი გუნდი ფინალში დამარცხდა. ფრანგებს წელს შეუძლიათ რეკორდსმენ ესპანეთსა და გერმანიას გაუთანაბრდნენ, რომელთაც ტურნირი 3-3-ჯერ აქვთ მოგებული.


საინტერესოა, რომ საფრანგეთმა 1960 წელს პირველ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სულ კი 10 ტურნირზე აქვს მონაწილეობა მიღებული, წელს კი მათი მე-11 მონაწილეობა იქნება.


როგორც უკვე ვახსენეთ, მათ პირველი ტიტული 1984 წელს სწორედ საკუთარ კედლებში მოიგეს ოქროს ბურთის მფლობელის მიშელ პლატინის ლიდერობით, 2000 წელს კი ბელგია-ნიდერლანდების ევროზე გუნდს ტრიუმფისკენ იმ წლის საუკეთესო მოთამაშე ზინედინ ზიდანი გაუძღვა.


ნაკრების ყველაზე ცუდი შედეგი 1992 და 2008 წლებში ფიქსირდება, როცა ფრანგებმა პირველი ეტაპი ვერ დაძლიეს.


რაც შეეხება ბოლო ევროს, გუნდი ევრო 2020-ის 1/8 ფინალურ ეტაპზე შვეიცარიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.


ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი მიშელ პლატინია 9 გოლით, აქტიური მოთამაშეებიდან კი ანტუან გრიზმანს აქვს შანსი მას გადაასწროს, რომლის ანგარიშზეც 7 გოლია. ოლივიე ჟირუს ევროებზე 3 გოლი აქვს გატანილი, კილიან მბაპე კი ჯერ-ჯერობით უგოლოდაა.


ევრო 2024-ზე საფრანგეთის მეტოქეები ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან.



ფრანგებს ნიდერლანდებთან ისტორიაში 30 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანც 16 მოგება, 3 ფრე და 11 წაგება ფიქსირდება. მათი ბოლო მატჩი სწორედ საკვალიფიკაციო ეტაპზე, 2023 წლის ოქტომბერში შედგა, სადაც ფრანგებმა 1-2 იმარჯვეს.


ავსტრიასთან 25 შეხვედრაში სტატისტიკა შემდეგნაირია - 13 მოგება, 3 ფრე, 9 წაგება. ბოლო მატჩი 2022 წლის სექტემბერში ერთა ლიგაზე საფრანგეთის გამარჯვებით 2-0 დასრულდა.


პოლონეთთან კი 17 მატჩში 9 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება. ბოლო შეხვედრა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში შედგა, სადაც დეშამის გუნდმა მეტოქეს 3-1 სძლია.


ფრანგები ევრო 2024-ზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით მიდიან. საინტერესოა, გაამართლებენ თუ არა ისინი გაცემულ ავანსებს. ისინი გამარჯვების ერთ-ერთ კანდიდატად ევრო 2020-ზეც სახელდებოდნენ, თუმცა მაშინ ლურჯები ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ევრო 2024
france
საფრანგეთის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„მაშინ ელაპარაკათ, ახლა კი ნუ წუწუნებენ", - საფრანგეთის ყოფილი ფეხბურთელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მაშინ ელაპარაკათ, ახლა კი ნუ წუწუნებენ", - საფრანგეთის ყოფილი ფეხბურთელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფრანგულმა პრესამ სანაკრებო პაუზისას კვარასა და დემბელეს თამაში გააკრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფრანგულმა პრესამ სანაკრებო პაუზისას კვარასა და დემბელეს თამაში გააკრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,რატომ დავაყენე მბაპე იამალზე წინ?" - ესპანეთის წარმომადგენელი ოქროს ბურთზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,რატომ დავაყენე მბაპე იამალზე წინ?" - ესპანეთის წარმომადგენელი ოქროს ბურთზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საფრანგეთის ნაკრების განაცხადი ნოემბრის მატჩებისთვის ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საფრანგეთის ნაკრების განაცხადი ნოემბრის მატჩებისთვის ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

08 ოქტ, 2026

„მაშინ ელაპარაკათ, ახლა კი ნუ წუწუნებენ", - საფრანგეთის ყოფილი ფეხბურთელი

News image

10 ოქტ, 2026

ფრანგულმა პრესამ სანაკრებო პაუზისას კვარასა და დემბელეს თამაში გააკრიტიკა

News image

31 ოქტ, 2026

,,რატომ დავაყენე მბაპე იამალზე წინ?" - ესპანეთის წარმომადგენელი ოქროს ბურთზე

News image

06 ნოე, 2026

საფრანგეთის ნაკრების განაცხადი ნოემბრის მატჩებისთვის ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება