ფრანგული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიასა და უსმან დემბელეს თამაშს მკაცრად აკრიტიკებს.
დასრულებული გრძელვადიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ, ფრანგულმა პრესამ პსჟ-ს ფეხბურთელთა გამოსვლა შეაჯამა.
გამოცემა Parisfans.fr-ის შეფასებით, მიუხედავად ვიტინიასა და ნუნუ მენდეშის წარმატებული თამაშისა, გუნდის რამდენიმე ვარსკვლავმა, მათ შორის უსმან დემბელემ და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ, მოლოდინი ვერ გაამართლეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის სანაკრებო ციკლი რთული გამოდგა - ოთხი სრული მატჩი, 360 წუთი უგოლოდ, გატანილი ბურთის გარეშე და კვარაცხელიას მიერ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გაფუჭებული პენალტი.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა შემტევმა მომენტები შექმნა, გუნდმა შედეგი ვერ აჩვენა, პარიზული კლუბი კი თავის ლიდერს უგოლო სერიით შეხვდება.