უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ერთა ლიგის ბოლო მატჩისთვის სათამაშო ქალაქი ოფიციალურად დაასახელა.
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას უკრაინის ეროვნული ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უმასპინძლებს.
უეფას ოფიციალური მონაცემებით, მატჩი კოშიცეს არენაზე 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურნირზე უკრაინელებმა წინა საშინაო მატჩებიც სლოვაკეთში, კერძოდ, ქალაქ ტრნავაში ჩაატარეს.
ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ვითარება დაძაბულია. საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო უკრაინის ანგარიშზე 4 ქულაა და მესამე პოზიციაზე იმყოფება.