ეროვნული ლიგის 34-ე ტურში სამგურალთან მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, პოპულარულმა პლატფორმა Sofascore-მა იბერია 1999-ის ფეხბურთელების თამაში შეაფასა.
მთლიანობაში, თბილისური კლუბის გუნდურმა შეფასებამ 7.02 შეადგინა, საუკეთესო კი გიორგი ჯინჯოლავა იყო, რომელმაც 7.8 ქულა დაიმსახურა.
ჯინჯოლავას მცირედით ჩამორჩა გიორგი კუცია (7.6), ხოლო მეკარე გ. მაკარიძის თამაში 7.5 ქულით შეფასდა.
დაცვის ხაზში ასევე დამაჯერებლები და გამორჩეულები იყვნენ სელიმოვიჩი და ქობულაძე - ორივეს ანგარიშზე 7.3 ქულაა.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, 34 მატჩის შემდეგ იბერია 1999 ეროვნულ ლიგას 63 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. გუნდი უკვე სრულად კონცენტრირებულია ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ ბრძოლაზე, 1-ელ დეკემბერს იბერია უშუალო კონკურენტს და მეორე ადგილზე მყოფ დინამო ბათუმს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.