ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ეგიდით ჩატარებულ მატჩში დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე რუსთავი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი სცენარი დრამატულად განვითარდა.
55-ე წუთზე ანგარიში სტუმართა მხრიდან ლუკა პარკაძემ გახსნა, თუმცა 78-ე წუთზე სიტუაცია შეიცვალა.
დავიდ ოლივეირამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და რუსთავი 10 კაცით დარჩა, მე-80 წუთზე კი ნიკა კალანდარიშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის დარჩენილ ნაწილში დინამომ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და კომპენსირებულ დროში უერდი მარამ გამარჯვების გოლი გაიტანა და მასპინძლებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ამ მომენტისთვის ეროვნული ლიგის ცხრილში ასეთი სიტუაციაა:
1. იბერია 1999 - 34 მატჩი, 63 ქულა
2. დინამო ბათუმი - 33 მატჩი, 62 ქულა
3. დინამო თბილისი - 33 მატჩი, 59 ქულა
4. რუსთავი - 33 მატჩი, 56 ქულა
აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლი იბერია 1999 და დინამო ბათუმი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი 1 დეკემბერს გაიმართება.