საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში სენტ-ეტიენი რეიმსს ესტუმრად და მინიმალური სხვაობით 0-1 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
58-ე წუთზე თამაშში სათადარიგო სკამიდან ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო, რომელმაც შემოსვლიდან 3 წუთში, 61-ე წუთზე გოლი გაიტანა და საბოლოოდ სტუმრებმა სწორედ ქართველის ამ გოლით იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ ზურიკომ გოლი ხვიჩა კვარაცხელიას სტილში აღნიშნა, რომელიც მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.
სენტ-ეტიენს 13 მატჩიდან 10 მოგებული აქვს და 31 ქულით ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილს ლიდერობს, მეორეადგილოსან ნანსის კი 3 ქულით უსწრებს.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია.