ეროვნული ლიგის 34-ე ტურში იბერია 1999-მა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა სამგურალი მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ბედი მე-17 წუთზე გადაწყდა, როდესაც გიორგი კუციამ ზუსტი დარტყმით მეტოქის კარი აიღო და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.
საინტერესოა გულშემატკივართა შეფასება: პოპულარულ პლატფორმა Sofascore-ზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ იბერია 1999-ის ფეხბურთელი, ძაგანია დასახელდა, რომელმაც ხმების 41% მიიღო. მან ამ გამოკითხვაში ერთადერთი გოლის ავტორს, გიორგი კუციას აჯობა, რომელსაც ხმების 35% ერგო.
ამ გამარჯვებით იბერია 1999-მა 63 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში პოზიციები გაიმყარა. გუნდი უახლოეს მდევრებს, დინამო თბილისსა (59 ქულა) და დინამო ბათუმს (59 ქულა) უკვე 4 ქულით უსწრებს. ახლა ლიდერის ყურადღება ევროასპარეზისკენაა მიმართული.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.