იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ და ოქროს ბურთის მფლობელმა ფაბიო კანავარომ 2026 წლის ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტზე ისაუბრა.
კანავარომ ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურას მკაფიოდ დაუჭირა მხარი. როგორც კანავარომ აღნიშნა, ის წარსულსა და რეალურ საფეხბურთო გავლენას აფასებს და არა მხოლოდ ბოლო პერიოდის ეფექტებს:
კარგი მეხსიერება მაქვს. მხოლოდ ბოლო მოვლენებზე არ ვკონცენტრირდები. გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაში კვარაცხელია ყველაზე გავლენიანი მოთამაშე იყო საფეხბურთო თვალსაზრისით. არჩევა რომ შემეძლოს, არც კი დავეჭვდებოდი. სხვებმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატი აიღონ საზომად, გაიხსენონ მბაპე ან მესი თავისი კარიერით, მაგრამ კვარამ არაჩვეულებრივი რამეები გააკეთა.
პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში ხვიჩამ ზედიზედ ორჯერ, 2025 და 2026 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გასულ სეზონში კი ყველა ტურნირზე 48 მატჩში 19 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კანავაროს თქმით, ქართველი ვარსკვლავის მიღწევები მსოფლიო მასშტაბით უპირობო ლიდერობას იმსახურებს.