ლე მანთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ს მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერიასა და ამჟამინდელ ფორმაზე ჰკითხეს.
ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს უპასუხა და ქართველი შემტევი საჯაროდ დაიცვა:
კვარა უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რაც მან მნიშვნელოვან მომენტებში დაამტკიცა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის გუნდში მყავს. თუმცა, ის მანქანა არ არის, ის ადამიანია. ბუნებრივია, რომ ფეხბურთელს კარგი და შედარებით რთული პერიოდები ჰქონდეს. სანერვიულო არაფერია
ხვიჩამ სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო - უეფა-ს სუპერთასზე ასტონ ვილას ბრწყინვალე გოლი გაუტანა. თუმცა, მას შემდეგ ლიგა 1-ის 5 მატჩში (283 წუთი) მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა, ხოლო ეროვნული ნაკრების ბოლო 4 შეხვედრაში (360 წუთი) საგოლე მოქმედება არ ჰქონია.
მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკეს სრული მხარდაჭერა და ნდობა ნათლად აჩვენებს, რომ პარიზულ კლუბში ქართველი ვარსკვლავის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება.