საქართველოს ნაკრებიდან სევილიაში დაბრუნებულმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანური კლუბის ბაზაზე მედიასთან ისაუბრა და მომავალ მატჩებზე, სანაკრებო პაუზასა და ხვიჩა კვარაცხილიაზე უპასუხა კითხვებს.
როგორც ქართველმა ნახევარმცველმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში ოთხი მატჩის ჩატარება და სამ დღეში ერთხელ თამაში საკმაოდ რთულია, ის უკვე სრულფასოვნად ვარჯიშობს და მზადაა ნებისმიერი ამოავალნა შეასრულოს.
განსაკუთრებული ემოციაა უახლოესი შეხვედრა ლევანტესთან, სადაც მისი პროფესიული კარიერა დაიწყო და სადაც ბევრი მეგობარი ჰყავს. ქოჩორაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ყოფილი კლუბის მიმართ დიდი პატივისცემისა, ის მოედანზე სევილიას გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ქოჩორაშვილი: "24 საათის განმავლობაში ფეხბურთზე ვფიქრობ"
გარდა ამისა, მან ესპანეთის ნაკრებზე საუბრისას განაცხადა:
სამწუხაროდ, ბევრჯერ მომიწია ესპანეთთან თამაში, ეს ძალიან რთული მეტოქეა. ფიზიკურად დიდებულ ფორმაშია ყოველთვის, ფეხბურთი ყველას საოცრად ესმის და ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, როგორიც ლამინია, ვისაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია. არავის სურს ესპანეთის წინააღმდეგ თამაში.
ქართველმა ფეხბურთელმა ასევე ცალსახად გამოხატა თავისი პოზიცია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ და აღნიშნა:
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესოა. მე მას ყველგან მხარს დავუჭერ და დავიცავ.