საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს.
ნაკრები მოლდოვასთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. გურამ ძაგანიას გაწვრთნილი გუნდი მოლდოვაში უკვე ჩაფრინდა და მატჩებისთვის აქტიურად ემზადება.
საქართველოს WU17 ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები - ნათია სულაშვილი, ლიზი კანკია და ნატალია მჟავანაძე;
დაცვა - მარიამ გუჯაბიძე, ანა ცისკარიშვილი, თინათინ ბერიძე, ნინო ორჯოჯუა, ანი ირისა და სოფიკო მითაიშვილი;
ნახევარდაცვა/თავდასხმა - ეკა ენჯიბაძე, ელენე წიქარიძე, ნინო ბართიშვილი, ნინო ჩიქოვანი, თეკლა პავლიაშვილი, მარიამ დანელია, ელენე ნარსია, ანტმანი, კესო კვარტალი, ნათია თაბაგარი და სვეტლანა გრიგალაშვილი.