საქართველოს ნაკრებისთვის სექტემბერ-ოქტომბრის პაუზა საკმაოდ მძიმე და რთული გამოდგა, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა თავი კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე წარმოაჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულის მეკარეს ინგლისურ კლუბში სათამაშო პრაქტიკა პრაქტიკულად არ აქვს, მან ერთა ლიგის განვლილ შეხვედრებში კარი მტკიცედ დაიცვა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი თამაში ბელფასტში, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში რამდენიმე ძთელი სეივი შეასრულა და პენალტიც მოიგერია.
ამ გამორჩეული თამაშის შემდეგ, სადაც მისი შეფასება 9.2 იყო, მამარდაშვილი ავტორიტეტული პორტალის, Sofascore-ის ვერსიით, ერთა ლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორიც ჰარი კეინი და მაიკლ ოლისე არიან.