RMC-ის ეთერში საუბრისას ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, მოახლოებულ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე საუბრისას ყურადღება ხვიჩა კვარაცხველაზე გაამახვილა.
ფავორიტებს შორის დასახელებული ქართველი შემტევი, რომელიც 2026 წლის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მანამდე მიშელ პლატინიმ და ტონი კროოსმაც გამოარჩიეს.
ანრიმ გადაცემაში Rothen s'Enflamme აღნიშნა:
ოქროს ბურთი? ვამბობ, რომ ყურადღება მიაქციეთ ხვიჩა კვარაცხელიას. რაც მასში მომწონს, არის მისი ოდნავ აგრესიული მხარე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბურთის დასაბრუნებლად მოდის. ის მეტოქეს აწვება და აქვს ის ჟინი, რომელიც მე მომწონს. საქართველოს ნაკრების თამაშების ყურება დავიწყე, რადგან მისი თამაშის ნახვა მინდოდა.
ოქროს ბურთის გამარჯვებული ლონდონში 26 ოქტომბერს გამოვლინდება.