საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდა.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა მეტოქესთან შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დაასრულა, ხოლო გადამწყვეტი გამარჯვების გოლი 57-ე წუთზე ანასტასია ბუჩკურმა გაიტანა.
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო მინი-ტურნირს 13 ოქტომბერს სომხეთთან მატჩით დაასრულებს.
ცნობისთვის, 2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.