საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა.
ლავრენტი დავითაშვილის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველი რაუნდის მატჩებს გამართავს - 7 ოქტომბერს მასპინძელ ბულგარეთს დაუპირისპირდება, 10 რიცხვში ირლანდიას შეხვდება, ხოლო 13-ში სომხეთთან ითამაშებს.
მეკარეები: თათია ფხაკაძე (ნორჩები), ნინო მეტრეველი (ნიკე-ლუსო)
მცველები: ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო), ლოლიტა კალოიანი (ვერე), მაია დავითაშვილი (რუსთავი), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო დანელია (კოლხეთი ხობი)
ნახევარმცველები: ელენე თვალჭრელიძე (მართვე), ნინო გობაძე (თეთრიწყარო), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ნინიკო ჩხეტიანი (კვარტალი), ანა დოლიშვილი (კვარტალი), ელენე მურადაშვილი (გორი იუნაიტედი), ანა მამულაშვილი (ახალგორი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი)
თავდამსხმელები: ანანო მიქაბერიძე (კვარტალი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ).
2026-27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის, A ლიგის საგზურს, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.
ფოტო: NAKREBI.GE