ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში გავიდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი რთული 3-სეტიანი შეხვედრა მოიგო - ჯერ მსოფლიოს 194-ე ჩოგან ანდრე ილაგანს აჯობა, შემდეგ კი 219-ე ჩოგანი ლაიამ დრაქსლი დაამარცხა.
ATP-ის რეიტინგის 124-ე ნომერი ნიკა ძირითად ბადეში გამოსვლას 1/64 ფინალიდან იწყებს და ვეტერან ფრანგ ადრიან მანარინოს დაუპირისპირდება.
38 წლის მანარინო, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 83-ე ჩოგანია, მასზე 4 წლით უმცროს ბასილაშვილს ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს - ბოლოს, 2024 წლის სექტემბერში, რენის ტურნირზე ფრანგმა 3 სეტში გაიმარჯვა.
მატჩში გამარჯვებული 1/32 ფინალში გადის მსოფლიოს მე-7 ჩოგან იტალიელ ფლავიო კობოლიზე, რომელიც პირველ წრეში ისვენებს.
ბასილაშვილის წარმატება შანხაის მასტერსზე