იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: ჯოკოვიჩის ტრიუმფი ჩინეთში - მერამდენე ტიტული მოიგო ნოლემ?
ჩოგბურთიჩოგბურთი

VIDEO: ჯოკოვიჩის ტრიუმფი ჩინეთში - მერამდენე ტიტული მოიგო ნოლემ?

06 ოქტ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჩინეთის ღია პირველობაზე რეკორდული, მე-7 ტიტული მოიპოვა.


პეკინში გამართული ფინალის მეორე სეტის დასაწყისში ალექს დე მინორმა შეხვედრის გაგრძელება ტრავმის გამო ვეღარ შეძლო.


ATP-ის რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ჯოკოვიჩმა პირველი სეტი 7:6(3) მოიგო, რის შემდეგაც ორივე ჩოგბურთელმა სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო.


დე მინორმა კორტი საზარდულის ტრავმის სამკურნალოდ დატოვა. ავსტრალიელი თამაშს დაუბრუნდა, თუმცა მეორე სეტის პირველი გეიმის მოგების შემდეგ მატჩის შეწყვეტა გადაწყვიტა.


ეს ჯოკოვიჩის კარიერაში ATP-ის დონეზე მოპოვებული 102-ე ტიტულია. ამ მაჩვენებლით ის როჯერ ფედერერს, რომელსაც 103 ტიტული აქვს, მხოლოდ ერთით ჩამორჩება.


ღია ერაში ყველაზე მეტი, 109 ტიტული, ჯიმი კონორსს აქვს. 39 წლის სერბმა ATP 500-ის პეკინის ტურნირზე იდეალური შედეგიც გააუმჯობესა და მისი ბალანსი ახლა 34-0-ს შეადგენს.


ჯოკოვიჩი პეკინში წელს 2015 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. მაშინ მან ფინალში რაფაელ ნადალი დაამარცხა და ჩინეთის ღია პირველობის ჩემპიონი მეექვსედ გახდა.


მიმდინარე ტურნირზე ჯოკოვიჩმა დრამატულ 1/4 ფინალში პირველ ნომრად განთესილ ალექსანდერ ზვერევს მოუგო, 1/2 ფინალში კი დანილ მედვედევს ხვდებოდა და მატჩის მოსაგებად აწვდიდა, როდესაც რუსი ჩოგბურთელი დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრიდან მოიხსნა.


ჯოკოვიჩი ასევე გახდა ღია ეპოქის ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირზე ტიტულის მოგება ზედიზედ 21 სეზონში მოახერხა. ამ წარმატებით მან მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა შემაჯამებელ ტურნირზე დაბრუნების შანსებიც.


ჯოკოვიჩი შემაჯემებელი ტურნირის რეიტინგში 6 პოზიციით დაწინაურდა და მე-9 ადგილზე გადავიდა. ამჟამად ის მე-10 პოზიციაზე მყოფ დე მინორს 140 ქულით უსწრებს.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩინეთი
ჩოგბურთი
ჯოკოვიჩი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: 19 წლის მირა ანდრეევამ შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: 19 წლის მირა ანდრეევამ შემაჯამებელი ტურნირი მოიგო
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ვის შეხვდება ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერის 1/8 ფინალში?

•ქართული

ქართული

ვის შეხვდება ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერის 1/8 ფინალში?
•ქართული

ქართული

ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ მეტოქესთან დანებდა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ მეტოქესთან დანებდა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

რომელ ეტაპზეა ბოლქვაძე ტრნავას ტურნირზე?

•ქართული

ქართული

რომელ ეტაპზეა ბოლქვაძე ტრნავას ტურნირზე?
•ქართული

ქართული

News image

16 ნოე, 2026

VIDEO: 19 წლის მირა ანდრეევამ შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

News image

17 ნოე, 2026

ვის შეხვდება ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერის 1/8 ფინალში?

News image

18 ნოე, 2026

ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ მეტოქესთან დანებდა

News image

19 ნოე, 2026

რომელ ეტაპზეა ბოლქვაძე ტრნავას ტურნირზე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება