საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის სექტემბერ-ოქტომბრის შეხვედრებში გოლი ვერ გაიტანა, თუმცა 2 ქულა მოიპოვა.
4 ტურის შედეგებით, ჩვენი გუნდი ჯგუფის ბოლოადგილოსანია და სათამაშო კიდევ 2 ტური რჩება. ამჟამად ასეთი მდგომარეობაა:
1. ჩრდილოეთ ირლანდია - 8 ქულა;
2. უნგრეთი - 7 ქულა;
3. უკრაინა - 4 ქულა;
4. საქართველო - 2 ქულა.
ცნობისთვის, პირველადგილოსანი A ლიგის პირდაპირ საგზურს იღებს, მეორეადგილოსანი ამისთვის პლეი-ოფში იბრძოლებს, მესამეადგილოსანი B ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, ხოლო მეოთხეადგილოსანს პლეი-აუტით B ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი ექნება.
რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 ნოემბერს, უნგრეთთან შინ გამართავს, 17 რიცხვში კი უკრაინას გასვლაზე დაუპირისპირდება.
რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან?