მერაბ დვალიშვილმა ისაუბრა, თუ რას ნიშნავს მისთვის საქართველოს სახელით ასპარეზობა და როგორ ემზადება პიოტრ იანთან დაპირისპირებისთვის.
,,საქართველოს სახელით ასპარეზობა და ბრძოლა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო და გავიღო ჩემი შესაძლებლობები.
მე საერთოდ ამისთვის დავიწყე სპორტი, რომ მინდოდა საქართველოს ერთი რიგითი წარმომადგენელი ვყოფილიყავი, ერთი სპორტსმენი, ვინც წარმოაჩენდა საქართველოს.
რა თქმა უნდა, როცა აცხადებენ ჩემს სახელს და აცხადებენ ჩემს ქვეყანას, კიდევ მეტი პასუხისმგებლობა მაქვს.
ვიტყვი, რომ უმეტეს შემთხვევაში ყოველთვის underdog-ად ვგრძნობ ხოლმე თავს.
ვთვლი, რომ არ გამოვირჩევი რაღაც განსაკუთრებული ტალანტით, განსაკუთრებული კრივით ან თუნდაც ჭიდაობით, მაგრამ გამარჯვება მწყურია ხოლმე და მინდა, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და ვიბრძოლო.
ბრძოლა არ გვეშლება ქართველებს, მეც ერთი რიგითი ქართველი ვარ და შეიძლება წავაგო, მაგრამ უბრძოლველად არ წავაგებ და ისე არ წავაგებ, რომ ჩემი არ ვცადო და მაქსიმალურად ბოლომდე არ დავიხარჯო, რაც გვჩვევია ქართველებს.
მეც, როგორც ვთქვი, ერთი რიგითი ქართველი ვარ და ვიქცევი, ისე როგორც ერთი რიგითი ქართველი და ასე იქნება მომავალშიც.
რა თქმა უნდა, იანთან დაპირისპირება პრინციპულია, ამას განსაკუთრებით პირველ შეხვედრაში ვგრძნობდი.
სამწუხაროდ, მეორე ბრძოლაში დავმარცხდი, მაგრამ ახლა, მესამე ბრძოლაში ვეცდები, რომ პროფესიონალურად მივუდგე, გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
მთავარია ხელისა და ჩვენი ქართული დროშის აწევა." - ამბობს დვალიშვილი.
დვალიშვილისა და იანის დაპირისპირებაში ანგარიში 1:1-ია, ხოლო 24 ოქტომბერს სუპერმსუბუქი წონის ორი ვარსკვლავი UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ნანატრ მე-3 ბრძოლას გამართავს.
სეხუდო: ,,რა უნდა გააკეთოს მერაბმა იანთან ქამრის დასაბრუნებლად?"